ვიდალი: “გვარდიოლას გადაწყვეტილების შესახებ პირველად ტელევიზორიდან გავიგეთ”
მიუნხენის “ბაიერნის” ჩილელმა ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა, რომელიც სეზონის ბოლოს “მანჩესტერ სიტის” ჩაუდგება სათავეში.
“ამ ძალზედ უცნაური გადაწყვეტილების შესახებ პირველად ტელევიზორიდან გავიგეთ. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ პეპი ტიტულებით გავაცილოთ.” – განაცხადა ვიდალმა La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში.
ვიდალმა თავის ყოფილ კლუბთან გასამართ მატჩზეც ისაუბრა: “ძალიან აღელვებული ვარ. ტურინში ვბრუნდები როგორც მათი მეტოქე და არა როგორც მტერი. არ ვიცი როგორ დამხვდებიან ისინი.”