ვიდალი “იუნაიტედს” 45 მილიონ ფუნტად შეუერთდება
“მანჩესტერ იუნაიტედმა” ფსონი გაზარდა და “იუვენტუსს” არტურო ვიდალის სანაცვლოდ 45 მილიონი ფუნტი შესთავაზა. იტალიური გამოცემების ცნობით, ინგლისელებმა ზაფხულის მთავარ სამიზნესთან შეთანხმებას მიაღწიეს და ვიდალი ახალ კლუბში 182 ათას ფუნტს მიიღებს.
იტალიური გაზეთი La Stampa ირწმუნება, რომ ჩილელი ფეხბურთელის აგენტმა “იუნაიტედთან” მაინც მიაღწია შეთანხმებას, მიუხედავად იმისა, რომ ლუი ვან გაალი არ არის დარწმუნებული, შეძლებს თუ არა ის ფორმის აღდგენას მუხლის ტრავმის შემდეგ.
ვან გაალი იტალიური კლუბისგან ვიდალის სრულ დიაგნოზს ითხოვს. ასევე მოითხოვს მისი ტრავმების სრულ ისტორიას და სამედიცინო დასკვნას “იუნაიტედის” საექიმო შტაბის მიერ.
იტალიურ მედიის ცნობით, ვიდალმა მეგობრებს უთხრა, რომ “იუვენტუსის” დატოვება და “ოლდ ტრაფორდზე” გადასვლა სურს.
იმ შემთხვევაში, თუ “წითლები” ჩილელ ნახევარმცვლს შეიძენენ, კლუბის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დანახარჯი 100 მილიონ ფუნტს მიაღწევს. ამასთან ერთად, ეს იქნება სარეკორდო ტრანსფერი. ამჟამად სარეკორდო მაჩვენებელი ხუან მატას ტრანსფერს აქვს – 37.1 მილიონი ფუნტი.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/