ვიდალი: “კლუბმა სეტიენის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს”
არტურო ვიდალმა “ბარსელონას” თავკაც კიკე სეტიენზე საუბრისას კლუბის ხელმძღვანელებს მის მომავალთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.
“სეტიენთან სრულყოფილად თანამშრომლობის საშუალება არ მოგვცემია, დრო ძალიან ცოტა იყო. ცვლილების შემდეგ ადაპტირებაა საჭირო, რასაც მაქსიმალურად ვცდილობდით.
როდესაც სეზონი დასრულდება, კლუბმა სეტიენის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მათ უნდა აირჩიონ, მისცემენ თუ არა კიკეს დროს და გეგმავენ თუ არა ახალი ფეხბურთელების მოყვანას,” – აცხადებს ვიდალი.
შეგახსენებთ, რომ კიკე სეტიენმა სეზონის მიმდინარეობისას ერნესტო ვალვერდე შეცვალა.