WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (436073) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ვიდალი: “მე და კლაუდიო ბრავო მეგობრები ვეღარასოდეს ვიქნებით”

თარიღი: აგვისტო 31, 2020

“ბარსელონასა” და ჩილეს ნაკრების ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა განაცხადა, რომ ის და კლაუდიო ბრავო ერთმანეთის მეგობრები ვეღარასოდეს იქნებიან, მაგრამ ერთად ეროვნული ნაკრებისათვის მაქსიმუმს გაიღებენ.

ვიდალსა და ბრავოს შორის ურთიერთობა პირველად 2017 წელს დაიძაბა, როცა ჩილეს ნაკრები ბრაზილიასთან 0:3 დამარცხდა და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვერ გავიდა. ამ მატჩის შემდეგ, ბრავოს მეუღლემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და რამდენიმე ჩილელი მოთამაშე ზედმეტი გართობის გამო გააკრიტიკა.

“ჩემ კოლეგებს პატივს ვცემ. სამწუხაორდ, როცა ტრიუმფია, ყველა მეგობრები ვართ, მაგრამ როცა მარცხია, ერთგულება იკარგება. მე ეს არ მომწონს. მე და კლაუდიო მეგობრები ვეღარასოდეს ვიქნებით, მაგრამ ერთად ეროვნული ნაკრების ღირსებას ვიცავთ. მეც და ისიც გუნდისათვის მაქსიმუმს გავაკეთებთ. ფეხბურთში ყველა ერთმანეთის მეგობარი არ არის”, – ციტირებს ვიდალის სიტყვებს Goal.Com.



მსგავსი სიახლეები