ვიდალი „ოქროს ბურთის“ მოგებას იმედოვნებს
ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა „ოქროს ბურთის“ მოგების სურვილი გამოთქვა.
„მჯერა, რომ ოდესმე „ოქროს ბურთს“ მოვიგებ. „იუვენტუსში“ ყოფნის პერიოდში, როგორც ფეხბურთელი, ძალიან გავიზარდე.
უფროსი თანაგუნდელებისგან ბევრი ვისწავლე, განსაკუთრებით ანდრეა პირლოსა და ჯანლუიჯი ბუფონისგან. ამ ფეხბურთელებმა პრაქტიკულად ყველაფერი მოიგეს, რისი მოგებაც შესაძლებელი იყო“, – განაცხადა ჩილელმა შუახაზელმა.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში „ბიანკონერის“ მაისურით ვიდალმა 29 მატჩი ჩაატარა, მისმა მონაგარმა კი 11 გოლი და 7 საგოლე პასი შეადგინა.
ალექსანდრე მატევოსოვი