ვიდალი პრემიერლიგაში ითამაშებს?
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “იუვენტუსის” და ჩილეს ნაკრების ნახევარმცველი, არტურო ვიდალი “ლივერპულს” სურს.
წყაროს ინოფრმაციით, ტურინელთა პრიორიტეტი პოლ პოგბას შენარჩუნებაა, ამიტომ ვიდალის გასხვისებას “იუვენტუსის” ხელმძღვანელები არ გამორიცხავენ. ჩილელის შესაძლო შემცვლელად კი რაჯა ნაინგოლანს მოიაზრებენ.
მიმდინარე სეზონში 27 წლის ჩილელმა იტალიის ჩემპიონატის 28 ტურში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.