ვიდალი: “თუ თავს მნიშვნელოვან ფიგურად არ ვიგრძნობ, “ბარსელონას” დავტოვებ”

თარიღი: ივნისი 13, 2020

“ბარსელონას” ნახევარმცველი არტურო ვიდალი ამბობს, რომ კატალონიურ კლუბს დატოვებდა, თავს გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად რომ არ თვლიდეს, თუმცა იქვე დასძენს, რომ მილანის “ინტერის” მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს. სწორედ “ნერაძური” არის ჩილელი ფეხბურთელის დამატებით დაინტერესებული.

“33 წლის ვარ, თუმცა ვარჯიშის წყალობით ვგრძნობ, რომ უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ სამი-ოთხი წლის განმავლობაში შემიძლია. ჩემი მონაცემები ყველაფერზე მეტყველებს. დააკვირდით, რა მანძილს ვფარავ თითოეულ მატჩში.

აქ ბედნიერი ვარ, თანაგუნდელებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. მინდა, რომ თავს მნიშვნელოვან ფიგურად ვგრძნობდე. თუ ეს გრძნობა არ მექნება, კარიერაში სხვა რამეს მოვძებნი. მიყვარს თამაში. იმას არ ვამბობ, რომ ყველა შეხვედრაში უნდა ვითამაშო, მაგრამ ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან მატჩებში თამაში ნამდვილად მინდა”, – ციტირებს ვიდალის სიტყვებს El Periodico.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე ვიდალს ტურინის “იუვენტუსში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა. მათ ერთად სკუდეტო სამჯერ დაისაკუთრეს.

“ანტონიოსთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს. მან იცის, რომ მე გამარჯვებულის მენტალიტეტი მაქვს და ჩემი ნდობა შეიძლება. გარიგების ნაწილად თავს არ ვგრძნობ, პატარა ბიჭი აღარ ვარ. პირიქით, მგონია, რომ ძალიან კარგი კარიერა მაქვს. ჩემზე სატრანსფერო ჭორები ხშირად ვრცელდება და ყოველ ჯერზე ამაზე ფიქრს რომ ვიწყებდე, გავგიჟდებოდი. ფანები “კამპ ნოუზე” და თუნდაც ქუჩაში ძალიან თბილად მხვდებიან. ისინი მოედანზე სტიმულს მაძლევენ”, – აღნიშნა ვიდალმა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ატალანტას” ფეხბურთელებმა თანაგუნდელს რონალდუს მაისური აჩუქეს (ვიდეო)

“ატალანტას” ფეხბურთელები თანაგუნდელ რობინ გოსენსს გაეხუმრნენ და მას კრიშტიანო რონალდუს მაისური აჩუქეს. გერმანელმა მოთამაშემ საკუთარ [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერხიო რამოსს კორონავირუსი დაუდასტურდა

მადრიდის “რეალის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სერხიო რამოსმა კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მწვრთნელო, კომენტატორი ხარ?” – კვალიარელა გატუზოს (ვიდეო)

11 აპრილს, იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში “სამპდორიამ” საკუთარ მოედანზე “ნაპოლი” მიიღო და ანგარიშით 0:2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგენტი: “პსჟ” ნეიმარის სანაცვლოდ 150 მილიონს და სამ ფეხბურთელს ითხოვდა”

“ბარსელონას” სკაუტების სამხრეთ ამერიკული დანაყოფის ყოფილი მეთაური, ანდრე კიური, პრესასთან საუბრისას ნეიმარის ტრანსფერის საკითხზე საუბრობს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პირლომ თავისი სადებიუტო სეზონი ათქულიანი სისტემით შეაფასა

ანდრა პირლომ ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩატარებული სადებიუტო სეზონი შეაფასა. როგორც იცით, პირლომ “ბიანკონერიR...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბლაუგრანას” ყოფილი სკაუტი: “ვინისიუსი ამბობდა, რომ “ბარსელონას

“ბარსელონას” სკაუტების სამხრეთ ამერიკული დანაყოფის ყოფილი მეთაური, ანდრე კიური, პრესასთან საუბრისას ვინისიუს ჟუნიორთან შემდგარ კონტაქტს [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკას ვასკესისთვის სეზონი დასრულებულია

მადრიდის “რეალის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ლუკას ვასკესის მიერ “ბარსელონასთან” მატჩსი მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თუ წესები არ იცი, მოგვიანებით აგიხსნი” – მსაჯი ლიონელ მესის

10 აპრილს, ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე “ბარსელონას” დაუპირისპირდა და მეტოქე 2:1 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაპორტამ “რეალთან” მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

კატალონიის “ბარსელონას” ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, მადრიდის “რეალთან” განცდილი მარცხის (2:1) შემდეგ პირველი კომ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ გააძევა მსაჯმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი “პარმასთან” მატჩში? [ვიდეო]

იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩში “მილანმა” გასვლაზე “პარმას” დამარცხება შეძლო ანგარიშით 1:2. მატჩის მიმდინარეოსას ზლატან ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოდრიჩი პიკეს: “ახლა აპროტესტებ? რამდენი გინდოდა?” (ვიდეო)

10 აპრილს, ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” მიიღო და მეტოქე 2:1 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი: “დამსახურებულად გავიმარჯვეთ, ბედნიერი ვარ”

ლა ლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრას ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. ზინედინ ზიდანის მეთაურობით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კუმანი: “მსაჯს პენალტი აუცილებლად უნდა დაენიშნა”

ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის ცენტრალურ მატჩს ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. “ელ კლასიკოში” განცდილი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როდის გაიტანა ლეო მესიმ ბოლოს “ელ კლასიკოში”?

კატალონიის “ბარსელონა” ლა ლიგის 30-ე ტურის მატჩში გასვლაზე მადრიდის “რეალთან” დამარცხდა (2:1). გოლები კარიმ ბენზემას, [&hellip...
წაკითხვა