ვიდალი: “ზიდანს წარმატებას ვერ ვუსურვებ”
კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი ალეიქს ვიდალი აცხადებს, რომ ის ყოველთვის ზიდანის ფანი იყო, თუმცა მას წარმატებას ვერ უსურვებს.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელი “ბლაგაურნას” 2015 წელს შეუერთდა.
“ზიდანის ხელმძღვანებლობით, “რეალმა” თამაში კარგად დაიწყო, მაგრამ ვინ მოიგებს ტიტულს, ეს სეზონის ბოლოს გამოჩნდება. იმედი მაქვს, ამას მადრიდელები ვერ მოახერხებენ. სიმართლე გითხრათ, ყოველთვის ზიდანი დიდი ფანი ვიყავი, მაგრამ ამ შემთხვევაში მას წარმატებას ვერ ვუსურვებ”, – ციტირებს ვიდალის სიტყვებს Goal.Com-ი.