ვიდალს მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს
ტურინის „იუვენტუსისა“ და ჩილეს ნაკრების ნახევარმცვლემა არტურო ვიდალმა თავის გეგმებზე ისაუბრა. როგორც შუახაზელმა აღნიშნა, მას მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს, რის შემდეგაც კოპა ამერიკას მოგებაზეც იფიქრებს.
„ამერიკის თასის მოგება ცუდი არ იქნებოდა, თიმცა ამის წინ ჩემპიონთა ლიგასაც მოვიგებდი. ერთად უკვე რამდენიმე წელი ვთამაშობთ და შეთამაშებაც იგრძნობა. როდესაც ყველა შემადგენლობაშია, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია“, – ციტირებს ვიდალს „Gazzetta dello Sport“-ი.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ალეგრის გუნდმა დორტმუნდის „ბორუსიას“ შინ ანგარიშით 2:1 მოუგო.