ვიდეორეფერი მორიგ მარცხს აღიარებს, კეინის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
9 იანვარს ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრა გაიმართა ლონდონის “ტოტენჰემსა” და “ჩელსის” შორის, რომლის ბედიც “სპურსის” ინგლისელმა ვარსკვლავმა, ჰარი კეინმა, გადაწყვიტა.
მატჩის ერთადერთი გოლი კეინმა პენალტის მეშვეობით გაიტანა, თუმცა ამას წინ სადავო ეპიზოდი უძღოდა – იყო თუ არა თამაშგარე გადაცემის მომენტში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ვიდეორეფერის გამოყენება გახდა საჭირო, რომელმაც ამ რეკურსზე დაკვირვების შედეგად წესების დარღვევა ვერ დაინახა.
შეხვედრის შემდეგ, მაურიციო სარიმ ზემოთ აღნიშნული ეპიზოდის ახალი რეკურსი წარადგინა, სადაც ნათლად ჩანს, რომ კეინი გადაცემის თამაშგარეში იმყოფება.
“ნათლად ჩანს, რომ ჰარი კეინი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა. სწორი რაკურსიდან ამ მომენტის განსჯა ძალიან მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში სწორ შედეგს ვერ მიიღებ,” – აცხადებს მაურიციო სარი.
მომხდარის გაანალიზების შემდეგ ვიდეორეფერი აღიარებს, რომ მათ არ ჰქონდათ წვდომა იმ მასალაზე, რომელიც სარიმ წარადგინა. ეს კი ვიდეორეფერის დიდ ნაკლზე მიუთითებს – ვიდეორეფერისა და ოპერატორებს დროის მინიმალურ მონაკვეთში უწევს სიტუაციის განსჯა, რა დროსაც ხშირად შეცდომაც იპარება.
Maurizio Sarri showing Chelsea analyst’s laptop to the media to prove Harry Kane was offside before the penalty 👀 pic.twitter.com/VoX70SeTdK
— talkSPORT (@talkSPORT) January 8, 2019