ვიეირა: “მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების გამარჯვების მჯერა”
საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველსა და დღესდღეობით “ნიცას” მთავარ მწვრთნელ პატრიკ ვიეირას სჯერა, რომ ფრანგებს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეუძლიათ.
“არგენტინის ნაკრებთან გამართულმა მატჩმა ფრანგ გულშემატკივრებს იმის იმედი მისცა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია. თამაშის ხარისხის მხრივ მოსამატებელი გვაქვს, თუმცა მე მჯერა ჩვენი წარმატების.
თუ საფრანგეთის ნაკრები მეოთხედფინალურ ეტაპზე ურუგვაის თუნდაც ანგარიშით 1:0 დაამარცხებს, მე მაინც კმაყოფილი ვიქნები. იმედია, ჩვენი გუნდი ფინალამდე გააღწევს. ბოლო მატჩში გამოჩნდა, რომ ფეხბურთელებმა საკუთარი ძალების ირწმუნეს. ეს საბოლოო წარმატებისთვის კარგის ნიშანია”, – ციტირებს ვიეირას სიტყვებს გამოცემა L’equipe-ი.
შეგახსენებთ, რომ ურუგვაისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩი 6 ივლისს ჩატარდება.