ვიხილავთ თუ არა “შერიფი” – “ტორპედოს” მატჩს პირველი არხის პირდაპირ ეთერში?
დღეს, 18 ივლისს, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედო” სტუმრად ტირასპოლის “შერიფს” დაუპირისპირდება.
როგორც გაირკვა, მატჩს პირდაპირ ეთერში არცერთი ქართული ტელევიზია არ აჩვენებს. პირველი არხის სპორტული განყოფილების ოფიციალური გვერდის ცნობით, მოლდოვური მხარე სიგნალის სატელიტისათვის მიწოდებას ვერ უზრუნველყოფს.
“პირველი არხი აქტიურად მუშაობდა იმისთვის, რომ ჩვენს მაყურებელს მატჩის პირდაპირ ეთერში ხილვის საშუალება ჰქონოდა, თუმცა მოლდოვური მხარე ტექნიკური მიზეზების გამო სიგნალის სატელიტისთვის მიწოდებას ვერ უზრუნველყოფს.
მატჩის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე მოგვაწვდიან ინტერნეტ სტრიმს, რომელსაც ჩვენს გვერდზე შემოგთავაზებთ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება ქუთაისში “ტორპედოს” გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.