ვიკინგები: “ქობულეთის “შუქურა” დაიშალა”
საფეხბურთო კლუბ ქობულეთის “შუქურას” ფან-კლუბი “ვიკინგები” სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომ “შუქურა” ფინანსური პრობლემების გამო დაიშალა.
“ჩვენ არასოდეს არ ვცდებით ! ჩვენი სიტყვები ასრულდა, გუნდი დაიშალა!
ჯერი ქალაქზეა, ქობულეთლებზე და ყველა იმ ხალხზე, ვისაც გული შესტკივა. ეს ყველაფერი იმ ხალხსაც ეხება ვისი ბავშვებიც ასაკობრივ გუნდებში ვარჯიშობს ! თქვენ მშობლებო თქვენც უნდა მოხვიდეთ ყველანი, თქვენი შვილებიც პრობლემის წინაშეა, თაობა დაიკარგება , ხვალ მთელი ქობულეთი უნდა გავერთიანდეთ ! და ეს გუნდი გადავარჩინოთ!”
“ბიჭები ის ბიჭები, რომლებმაც ყველა დაადუღა ლიგა 2 ში ! ისევ მიატოვეს შუა გზაზე ბო””””” ხელმძღვანელობამ და ეს ბიჭები უკვე ბარგს ალაგებენ და ოჯახებში ბრუნდებიან ! ამ ბიჭებმა ბევრი ემოციები გვაჩუქეს, მაგრამ აღმოჩნდნენ ხალხი, რომლებისთვისაც ტყუილი პირველია. მოატყუეს ბიჭები, ფანები კი პირველივე დღიდან მოგვატყუეს, ეს ხალხი კიდე ქობულეთლობაზე ისაუბრებს!” – ვიკინგები.
2 დღის წინ “შუქურამ” “ლოკომოტივი” თასის 1/8 ფინალში 2-0 დაამარცხა. გუნდი 38 ქულით ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერია.