ვილაშ-ბოაში: “ფაქტიურად 14 ადამიანის წინააღმდეგ ვთამაშობდით”

თარიღი: ოქტომბერი 19, 2014

სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” მტავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა, “კრასნოდართან” ნათამაშები ფრეს (2:2) შემდეგ, მთავარი არბიტრი ტიმურ არსლანბეკოვი გააკრიტიკა.

“მატჩი არ გამოდგა ისეთი, როგორსაც ჩვენ ველოდით. გამოვედით 11 ფეხბრუთელის წინააღმდეგ სათამაშოდ, მაგრამ სინამდვილეში 14 ადამიანთან დაპირისპირება მოგვიწია.”

“ამ მატჩში მთავარ არბიტრად ისეთი მსაჯი დანიშნეს, რომელსაც ძალიან დიდი ხანია თამაში არ განუსჯია. მან ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. ერთ-ერთი კი ეზეკიელ გარაის გაძევება იყო.”

“ისე გამოვიდა თითქოს, გამარჯვების სერიის შემდეგ ყველა ჩვენს წინააღმდეგ წამოვიდა. “სპარტაკთან” მატჩის დროსაც მსაჯმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. ძალიან უკმაყოფილო ვარ.”-განაცხადა სანქტ-პეტერბურგელთა ყოფილმა მწვრთნელმა

მსგავსი სიახლეები