WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (449270) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ვილი სანიოლი: “არ ვაპირებ ჩემს ფეხბურთელებზე ცუდი ვთქვა”

თარიღი: მარტი 28, 2021

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

“არ ვაპირებ ჩემ ფეხბურთელზე ცუდი ვთქვა. დღეს ბოლომდე დავიხარჯეთ, ვითამაშეთ ფეხბურთი. ძალიან ვამაყობ იმით, რაც დღეს ჩემმა გუნდმა გააკეთა. გვყავს ბევრი ისეთი ფეხბურთელი, რომლებიც თავიანთ კლუბებში 90 წუთს არ თამაშობენ, შესაძლოა, ამასაც ჰქონდა გავლენა შედეგზე. ბოლო 15-20 წუთში ენერგია დაგვაკლდა, იყო დაღლის მომენტი.

ვფიქრობ, კაკაბაძემ კარგი თამაში ჩაატარა. პრობლემაა, რომ ის საკუთარ კლუბში უთამაშებელია. დღეს მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. ჩაბრაძემ ფანტასტიკურად ითამაშა შვედეთთან და დღეს 15-20 წუთში ძალიან კარგი იყო. ამით ის გამოცდილებასა და თავდაჯერებულობას იძენს. თავდასხმაში გვაკლია კაჭარავა, მიქაუტაძე, ლობჯანიძე. თუქვილითაიასა და ზივზივაძეს ჩემი სრული ნდობა აქვთ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, ფიფას გადაწყვეტილება საკვალიფიკაციო ეტაპთან დაკავშირებით, რადგან მხოლოდ 22 მარტს შეიკრიბა გუნდი პირველად. საქართველოში ორი ვარჯიში ჩავატარეთ, შემდეგ შვედეთში გავემგზავრეთ. ეს ფეხბურთის ნაწილია. ფეხბურთელები არ განიცდიან მოტივაციის ნაკლებობს. მიხარია, ამ ფეხბურთელებთან მუშაობა და ეს სიამოვნებას მანიჭებს.

იმედი მაქვს, ყველა მოთამაშე მალე შეძლებს ძალების აღდგენას. შესაძლოა, იმ ფეხბურთელებმა, რომლებმაც წინა შეხვედრებში ნაკლები ითამაშეს, საბერძნეთთან მეტი ითამაშონ. საბერძნეთში სამი ქულის მოსაპოვებლად ჩავალთ.

ჩვენ ორი კარგი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ ქულა ვერ მოვიპოვეთ. ესპანეთს უკვე ოთხი ქულა აქვს და ჩემი აზრით, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

ფეხბურთელები არიან ისინი, ვინც მოედანზე იბრძვიან. ვფიქრობ, მესამე მატჩში ბურთის კონტროლი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რადგან შესაძლოა, დღეს სწორედ ამან შეგვიშალა ხელი.

არ ვაპირებ მსაჯების გადაწყვეტილებებზე ვისაუბრო. ყველანი ვუშვებთ შეცდომებს.

თანამედორვე ფეხბურთში ასაკი პრობლემა არ არის. ლორიას თამაშით კმაყოფილი ვარ. კონკრეტულ გაშვებულ გოლზე შეგვიძლია მოგვიანებით ვისაუბროთ. ძალიან მიხარია, რომ ლორია გუნდში მყავს.

კვარაცხელიას, მისი პოტენციალიდან და ხასიათიდან გამომდინარე, შეუძლია, რომ ნაკრების ლიდერი იყოს. ის სწორ გზაზე დგას. ზოგჯერ ის რისკზე მიდის, რაც გამართლებული არ არის. მას კლუბშიც კარგი მწვრთნელი ჰყავს. ყველა ჩემს ფეხბურთელს ვუსურვებ, რომ ერთ დღეს დიდ კლუბში, ტოპ ლიგაში ითამაშონ”, – განაცხადა სანიოლმა.



მსგავსი სიახლეები