ვილი სანიოლი: ‘ქართველი ხალხი მიჩვეულია ბრძოლას და ეს ფეხბურთშიც იგრძნობა’

თარიღი: მარტი 26, 2022

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან სტუმრად, ამხანაგურ მატჩში გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

“მთავარია, რომ გუნდის შენებისას დავეყრდნოთ ჩვენს უნარებს, ძლიერ მხარეებს და გუნდურ სულისკვეთებას. ვიცით, რომ მატჩის განმავლობაში არ გვექნება 15-20 საგოლე მომენტი. ამიტომ, ეფექტიანად უნდა ვიმოქმედოთ, რაც ბუდუ ზივზივაძემ დღეს ძალიან კარგად გააკეთა. როგორც ვთქვი, სათამაშო სისტემაში სიახლეები იყო. ზურიკო დავითაშვილი, უფრო მეტად ნახევარდაცვაზე იყო კონცენტრირებული და ახალ პოზიციაზე შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ამხანაგური თამაშები სწორედ სიახლეების გამოსაცდელადაა. ვნახეთ მექვაბიშვილი, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში პირველი წუთები მიიღო და იგივე დონეზე იყო, როგორც სხვა მოთამაშეები. ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა. გუნდი ახალი სისტემის შენების საინტერესო პროცესშია და ახლა სწორედ ამაზე უნდა ვიმუშაოთ.

ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებისგან სიურპრიზები არ ყოფილა, მათ იგივე სისტემით ითამაშეს, როგორც ბოლო მატჩები. ვფიქრობ, რომ კარგი თამაში იყო. ასეთი შედეგით მივიღეთ, მაგრამ ასევე შეიძლებოდა 1:1, ან 2:2. ამხანაგურ თამაშებში ვცდით ახალ სისტემას და კმაყოფილი ვარ ფეხბურთელებით. ფეხბურთელებმა კარგი ხასიათი გამოავლინეს. ბედნიერი ვარ ჩემი მოთამაშეებით. შესაძლოა, ზოგჯერ პასი ან დარტყმა არ გამოვიდეს, მაგრამ მათ წარმოუდგენელი ხასიათი და მენტალიტეტი აქვთ. მათთან ერთად მუშაობა ფანტასტიურია.

ვფიქრობ, მსაჯებმა რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. აშკარაა, რომ VAR-ის გარეშე ეს უფრო მეტად რთულია. ბოსნია-ჰერცეგოვინის გოლთან ერთად, ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში ჩვენს სასარგებლოდ აშკარა პენალტი არ დაინიშნა. ზოგჯერ, ასეთი გადაწყვეტილება თამაშის სურათს ცვლის და ეს უნდა მივიღოთ. ეს ამხანაგური თამაში იყო და ასეთი შეხვედრები მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენთვის ეს ერთა ლიგისთვის მოსამზადებელი ეტაპია. როგორც გუშინ ვთქვი, შედეგზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ როგორ ვთამაშობთ ბურთით ან მის გარეშე. რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალური არ იყო, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვითამაშეთ.

საქართველო ძლიერი ქვეყანაა და ქართველი ხალხი მიჩვეულია ბრძოლას და ეს ფეხბურთის თამაშის სტილშიც იგრძნობა. მათ არ ეშინიათ მატჩის დიდი ნაწილის დაცვაში გატარების, როდესაც მათ გამარჯვების გეგმა აქვთ. ჩვენ ეს ვაჩვენეთ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში, მაგალითად, შვედეთთან და ესპანეთთან. გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი მენტალიტეტი, რადგან ზოგჯერ შეიძლება მეტოქე შენზე ძლიერი იყოს, მაგრამ სწორი მენტალიტეტით კარგი რაღაცების გაკეთებაა შესაძლებელი. ზედიზედ ოთხი მატჩი მოვიგეთ და ეს შესანიშნავია. ვიმედოვნებთ, ეს სერია ალბანეთთან და ერთა ლიგის მატჩებში გაგრძელდება”, – ციტირებს სანიოლის სიტყვებს Nakrebi.ge



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რა ხდება არველაძის თავს და რატომ მოუნდა ლობჟანიძე-მიქაუტაძე შოთას?

რამდენიმე კვირის წინ დავწერეთ, რომ შოთა არველაძეს თავის გუნდებში ქართველი არ ფეხბურთელები არ მიჰყავს. შოთა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელიას “ნაპოლიში” კონკურენტს მიუყვანენ? “მილანის” შემტევი

იტალიური მედიის ინფორმაციით, “მილანს” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხორვატი ანტე რებიჩი დატოვებს და კარიერას “ნაპოლიში” [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჰათაისფორი” ადასტურებს: “ჰალმა” ლობჟანიძის თაობაზე მოგვმართა̶

შოთა არველაძის “ჰალ სიტი” საქართველოს ნაკრებისა და “ჰათაისფორის” გარემარბ საბა ლობჟანიძეს ინგლისურ გუნდში იწვევს. ეს […...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი: “არც მოედანზე და არც მის მიღმა ასე არასდროს გავტანჯულვარ”

“მილანის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მუხლის ტრავმის დეტალები გაამხილა, რომელიც მთელი ნახევარი წლის განმავლობაში სტანჯავდა. “...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარაგერი “იუნაიტედის” ახალ თავკაცს რონალდუს გაყიდვას ურჩევს

“ლივერპულის” ყოფილი მცველი ჯეიმი კარაგერი “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალ მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს კრიშტიანუ რონალდუს [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლადო დვალიშვილი: “ხვიჩას “ნაპოლისთვის” უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ გახდომა

“დინამო ბათუმის” სპორტულმა დირექტორმა ვლადიმერ დვალიშვილმა იტალიურ გამოცემა spazionapoli-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ხ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სიგიჟე ბულგარეთში – კლუბის პრეზიდენტი მოედანზე შეიჭრა და პენალტის დამრტყმელი შეცვალა

21 მაისს, ბულგარეთის ჩემპიონატის გასავარდნი ზონის ბოლო ტურში, “ცარკო სელომ” საკუთარ მოედანზე სოფიის “ლოკომოტივი” მიიღო [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიქელთაძემ ყველას დაასწრო – ნაკრები 11 ფეხბურთელით შეიკრიბა

24 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის გათამაშებისთვის მზადება დაიწყო. ერთა ლიგის ოთხი მატჩისთვის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამდენი იყო ქეცბაიას წლიური ანაზღაურება საქართველოს ნაკრებში?

თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 5-წლის განმავლობაში წვრთნიდა და 2014 წელს დატოვა. შემდეგ იყო “აპოელი”, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ვალენსია” მამარდაშვილს “აკრძალულ” თანხას ადებს – პირველი მე

ამ კვირაში “ვალენსიას” ხელმძღვანელობა, პრეზიდენტი ენილ მარტი და მფლობელი პიტერ სლიმი ერთმანეთს სინგაპურში შეხვდებიან და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერია A-ს საუკეთესო მცველი იტალიის მოქალაქეობის მიღებას აპირებს

“ლა გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, “ტორინოს” ცენტრალური მცველი გლეისონ ბრემერი იტალიის მოქალაქეობის მიღებას აპირებს. წყაროს...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზუმამ კატაზე ძალადობა აღიარა

“ვესტ ჰემ იუნაიტედის” მცველი კურტ ზუმა ცხოველის მიმართ გამოვლენილი ძალადობის გამო, შესაძლოა, მკაცრად დაისაჯოს. თებერვლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედი” ნაგავია” – სკანდალური წარწერა “ბიბისი&

გაერთიანებული სამეფოს სამაუწყებლო კორპორაცია “ბიბისი” სკანდალში გაეხვა. დილის ეთერის დროს მორბენალი სტრიქონის სახით გავიდა წარწერა: [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბენზემა მბაპეზე: “შაბათს ფინალს ვთამაშობთ და ასეთ პატარა რაღაცებზე საუბრის დრო არაა&

მადრიდის “რეალის” ფრანგმა თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ინტერვიუ მისცა და კილიან მბაპეზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ეროვნული გუნდების ახალი იდენტობა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის გათამაშების ახალ ეტაპს მნიშვნელოვანი სიახლით იწყებს. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის […]...
წაკითხვა