ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ეროვნული ნაკების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ივნისში გასამართი ამხანაგური მატჩებისათვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. მათ შორის ერთი დებიუტანტია – წყალტუბოს “სამგურალის” 22 წლის ფეხბურთელი სერგო კუხიანიძე. მომდევნო ორ შეხვედრაში ტრავმის გამო, ნაკრებს კაპიტანი ჯაბა კანკავა ვერ დაეხმარება.
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი),ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო).
მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო).
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი).
თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი).
საქართველოს ნაკრები 2 ივნისს სტუმრად რუმინეთს დაუპირისპირდება, 6 ივნისს კი ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ ქალაქ ენსხედეში ითამაშებს. ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგვთავაზებს.
ფოტო: nakrebi.ge