ვილიანი: “არასდროს ჩამოწეროთ ლონდონის “ჩელსი”

თარიღი: მაისი 31, 2019

29 მაისს ბაქოში გამართული ევროპა ლიგის ფინალში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვებით ლონდონის “ჩელსიმ” სეზონის გადარჩენა შეძლო. ბოლო გამარჯვებას ვილიანი პრესასთან საუბრისას გამოეხმაურა.

“ჩვენ მხოლოდ ვარჯიშებსა და მატჩებზე ვფიქრობთ, არ გვაინტერესებს რაზე ლაპარაკობს სხვა. ჩვენ სრულად ჩვენს სამუშაოზე ვართ კონცენტრირებულები.

ვფიქრობ, სათანადოდ არ გვაფასებდნენ. ეს ჩემი მოსაზრებაა. ბევრი თვლიდა, რომ მიმდინარე სეზონში “ჩელსი” ვერაფერს მოიგებდა, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ ჩვენ მეტი შეგვიძლია. რთული პერიოდები გვქონდა, თუმცა ლონდონის “ჩელსი” არასდროს უნდა ჩამოწეროთ.

ახლა კი, ისღა დაგვრჩენია, რომ შვებულებით ვისიამოვნოთ და მომდევნო სეზონისთვის მოვემზადოთ, სადაც “ჩელსის” მიზანი ტიტულების მოგება იქნება,” – აცხადებს ბრაზილიელი შემტევი.

მსგავსი სიახლეები