„ვილიარეალი“-„სელტას“ მატჩის დროს ცრემლსადენი გაზის ბალონი ისროლეს
ესპანეთის პრიმერადივიზიონის 24-ე ტურში „ვილიარეალსა“ და „სელტას“ შორის მატჩის მიმდინარეობისას ტრიბუნიდან ცრემლსადენი გაზის ბალონი ისროლეს, რის გამოც შეხვედრა 87-ე წუთზე შეჩერდა. ფეხბურთელები მაშინვე გასახდელისკენ გაეშურნენ, 5 წუთში სტადიონი მთლიანად დაცარიელდა. ამ დროს ანგარიში „სელტას“ სასარგებლოდ 1:0 გახლდათ. შეხვედრა 25 წუთის შემდეგ განახლდა. ბოლო წუთებში „სელტამ“ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და მატჩი მათ სასარგებლოდ, ანგარიშით 2:0 დასრულდა. მომხდარი ფაქტის გამო, შეხვედრის მასპინძელი კლუბი „ვილიარეალი“ ფულად სანქციებს ვერ ასცდება.
გთავაზობთ ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას.