“ვილიარეალი” “სელტას” შემტევით დაინტერესდა
“სელტას” ვინგერი მიკაელ კრონ-დელი “ვილიარეალის” ინტერესთა სფეროში მოხვდა, რომელშიც მას “ატლეტიკოში” გადაბარგებული კანის შემცვლელად განიხილავენ.
კრონ-დელი სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება და მის მიმარტ ინტერესს რამდენიმე კლუბი იჩენს, მათ შორის “სევილიაც” არის.
მიმდინარე სეზონში 31 წლის ფეხბურთელმა პრიმერაში 18 მატჩი ჩაატარა და თავი 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.