ვინ აფინანსებს “ლანჩხუთის” ქალთა გუნდს? – ყველა ინფორმაცია

თარიღი: დეკემბერი 4, 2020

ქალთა გუნდმა “ლანჩხუთმა” ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში გააღწია და მისი დიდი წარმატებით ნაკრების წარუმატებლობა გადაფარა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგოებს ელემენტარული ბუცების პრობლემები ჰქონდათ და მათ მიმართ, სახელფასო დავალიანება არსებობს. გუნდმა სოციალურ ქსელში ყველა დასმულ კითხვაზე პასუხი გასცა.

კლუბის სახელი

“გულშემატკივრებისთვის ხშირად გაუგებარია ჩვენი კლუბის სახელი და მას როგორც ლანჩხუთის “გურიას” ისე მოიხსენიებენ. გვინდა განვმარტოთ, რომ არანაირი შეხება და კავშირი ქალთა საფეხბურთო კლუბ “ლანჩხუთს” საფეხბურთო კლუბ “გურიასთან” არ აქვს და არც არასოდეს ჰქონია. ერთადერთი საერთო ფეხბურთის და ჩვენი რეგიონის სიყვარულია.

თუმცა რადგანაც არც ეს “გურიაა” იმ დიდი გუნდის სამართალმემკვიდრე და ჩვენ მითუმეტეს, ამიტომ ვთვლით, რომ გულშემატკივარს აქვს სრული უფლება ლანჩხუთის სახელით მოასპარეზე ყველა საფეხბურთო გუნდი გაამხნევოს “გურიას” შეძახილებით.”
როდის დაარსდა კლუბი?
“კლუბის ისტორია ათვლას იწყებს 2008 წლიდან, როდესაც საფეხბურთო სკოლაში გოგონათა საპილოტე სექცია გაიხსნა. 2014 წლიდან ჩამოყალიბდა გოგონათა ექსპერიმენტული საფეხბურთო – სარაგბო სკოლა, რომელიც 2018 წელს ლანჩხუთის მერის გადაწყვეტილებით გაუქმდა და გაერთიანდა სხვა სპორტული სახეობების სექციებთან. თუმცა გაუქმებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ საკრებულომ გაითვალისწინა კლუბის არგუმენტები და ჩათვალა, რომ ეს ორგანიზაცია იმსახურებდა დამოუკიდებელ ერთეულად არსებობას. ასე დაფუძნდა ცალკე იურიდიული პირი ქალთა საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის ლანჩხუთი.”
რა მიღწევები აქვს კლუბს?
“საქართველოში რეგულარული ჩემპიონატი ქალთა შორის 2016 წლიდან ტარდება, კლუბს შემდეგი შედეგები ჰქონდა გასულ სეზონებში:
2016 – მეოთხე ადგილი
2017 – მესამე ადგილი
2018 – ვიცე ჩემპიონი
2019 – ჩემპიონი და თასის მფლობელი
2020 – ვიცე ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტედფინალი
გარდა ამისა კლუბს ეკუთვნის ერთი უნიკალური მიღწევა – იყო საქართველოს ჩემპიონი რაგბში.”
რამდენად შეეფერება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია სახელფასო დავალიანების და პირობების შესახებ?
“ფეხბურთელების სახელფასო დავალიანება დაიფარა 19 ნოემბერს რუმინეთის კლუჟთან მატჩის წინ კლუბის მიერ აღებული სესხით. მატჩის წინ რამდენიმე ფეხბურთელს ნამდვილად ჰქონდა სათამაშო ბუცების პრობლემა, თუმცა ეს პრობლემა ასევე მატჩამდე მოგვარდა კერძო პირების დახმარებით. მედიაში გავრცელებული სიუჟეტით და გაჟღერებული ინფორმაციით გოგონები ცდილობდნენ კლუბის ხელმძღვანელობის დახმარებას.”
ვინ აფინანსებს კლუბს და რატომ დადგა კლუბი ფინანსური სირთულეების წინაშე?
“კლუბს აფინანსებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. 2019 წლის ნოემბერში კლუბმა მუნიციპალიტეტის საფინანსო – საბიუჯეტო კომისიას წარუდგინა სეზონისთვის საჭირო ბიუჯეტის პროექტი 245,200 ლარის ოდენობით, საბოლოო ჯამში დამტკიცდა მხოლოდ 130,000 ლარის ოდენობის ბიუჯეტი 2020 წლისთვის.
უფრო თვალსაჩინო რომ გახდეს საკითხი, კლუბმა მხოლოდ ფეხბურთელებზე და მწვრთნელებზე (17 ფეხბურთელი 2 მწვრთნელი) გასცა ოქტომბრის ხელფასი 13,414 ლარის ოდენობით (აქედან 2,577 ლარი საშემოსავლო გადასახადი და 522 ლარი დაგროვებითი პენსიის თანხაა). მარტივი გამრავლებით ცხადია, რომ დამტკიცებული ბიუჯეტი ვერანაირად ვერ იქნებოდა მთელი წლისთვის საკმარისი. დადგა ასეთი არჩევანი – შეეწყვიტა კლუბს ასპარეზობა თუ გაეგრძელებინა. გადაწყვეტილება და შედეგი ყველამ იხილეთ.”
რატომ არ აფინანსებს ფეხბურთის ფედერაცია კლუბს?
“ფეხბურთის ფედერაცია არის მარეგულირებელი ორგანო და მის ფუნქციებში არ შედის კლუბების დაფინანსება. ფედერაცია კლუბებს აფინანსებს ფეხბურთის განვითარების პროგრამებიდან გამომდინარე, მაგალითად უეფასთან თანამშრომლობით. ამ თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ქალთა ჩემპიონატში მონაწილე ყველა კლუბს უფინანსდება სათამაშო ფორმები, გასვლით თამაშებზე ტრანსპორტირება, სასწრაფო – სამედიცინო მომსახურება საშინაო მატჩების დროს.”
 გაუმჯობესდა თუ არა კლუბის მდგომარეობა ამ წარმატების შემდეგ?
კერძო ინიციატივები
კლუბისთვის დამატებითი ეკიპირება შეიძინა ჯანო ანანიძემ, თბილი სპორტული ქურთუკების და ზამთრის პირობებში სათამაშო აღჭურვილობის შესყიდვა უზრუნველყო კერძო პირების ჯგუფმა დავით ვეფხვაძის ინიციატივით. ასევე კლუბს გააჩნდა სავალდებულო PCR ტესტირების დავალიანება 5.780 ლარის ოდენობით, რომელიც ბიზნესლიდერთა ფედერაციამ, “ქალები მომავლისთვის“ დაფარა. ასევე საბონუსე ფონდი 5,000 ლარით განსაზღვრა ქალბატონმა ნინო წილოსანმა, წინასწარი ინფორმაციით კლუბი ამ თანხას დეკემბერში მიიღებს. ყველას ძალიან დიდი მადლობა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
“ფეხბურთის ფედერაციამ კლუბისთვის გამოყოფილი თანხა 50,000 ლარამდე გაზარდა, აქედან 30,000 განკუთვნილია ბონუსებისთვის, ხოლო 20,000 კი კლუბის განვითარებისთვის. კლუბი ამ თანხას წლის ბოლომდე დეკემბერში მიიღებს. გარდა ამისა ფედერაცია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს 2 დეკემბრიდან ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრში შეკრების გავლას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია კლუბის სათანადო მომზადებისთვის.”
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
“20 ნოემბერს საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს მიერ 2021 წლის ბიუჯეტის ფორმირებასთან დაკავშირებით გამოითქვა რეკომენდაცია, რომ კლუბის დაფინანსება გაიზარდოს 50,000 ლარით.
თუმცა 24 ნოემბერს, საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიამ არ გაითვალისწინა რეკომენდაცია და 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ თანხა 20,000 ლარამდე შეამცირა.
25 ნოემბერს საკრებულომ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი მერიას შენიშვნებით დაუბრუნა, მათ შორის: “ქალთა საფეხბურთო კლუბისთვის ბიუჯეტის გაზრდა შესაძლებლობის ფარგლებში და გამარჯვებულ ქალთა კლუბისთვის 5,000 ლარის დამატება“
იმედს ვიტოვებთ, რომ საბოლოოდ ისეთი გადაწყვეტილება მიიღება, რომელიც კლუბის სტაბილურ და მდგრად არსებობას უზრუნველყოფს”, – წერია გამოქვეყნებულ განცხადებაში.”
გარდა ამისა, კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე თითოეული გამარჯვებისთვის 20 ათას ევროს მიიღებს.
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ცნობილია საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა

ცნობილი ხდება საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა. Sports Illustrated-ის ინფორმაციით, ტურნირი, რომელიც 2021 წლის დეკემბერში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვალბუენა: “უკვე ექვსი წელია ვიცდი, საქმეს ბოლომდე მივიყვან”

მატიე ვალბუენას შანტაჟის თემაზე ვერსალში სასამართლო პროცესი დაიწყო. როგორც იცით, “ოლიმპიაკოსის” ამჟამინდელი ფეხბურთელი კარიმ ბენზემას [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტუხელი ჰოლანდის ტრანსფერის მიმართ ინტერესის არსებობას ადასტურებს

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, პრესასთან საუბრისას ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის მიმართ ინტერესის არსებობა არ [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლმა” მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

“ნიუკასლ იუნაიტედის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას გუნდიდან მთავარი მწვრთნელის წასვლის შესახებ. სტივ ბრიუსმა “კაჭკაჭე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც დაბრუნება ვერ შეძლო!

ძალიან ბევრი ქართველი ტალანტი, რომელთა იმედი მთელ საქართველოს ჰქონდათ, ტრავმებმა გააწამეს და ფეხბურთის ნორმალურად თამაშის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპე: “მე და მესიმ პენალტები გავცვალეთ”

19 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “ლაიფციგი” მიიღო და მეტოქე 3:2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იოზილი, შესაძლოა, პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

უცხოურ პრესაში გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, მესუთ იოზილს ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნების ძალიან კარგი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ არ ჩამოართვა სიმეონემ კლოპს ხელი?

ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულმა” ისტორიაში პირველად შეძლო მადრიდის “ატლეტიკოს” დამარცხება (2-3). მატჩის შემდეგ კამერებმა საინტერე...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ შეასრულა მესიმ პენალტი “ლაიფციგთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო MESSI CHIP HIS PEN BRO THE GREATESTTTTTT pic.twitter.com/zIIcIKt7QL — Galu (@PSGalu) October 19, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გოგონა, რომელთანაც მაურო იკარდიმ ვანდა ნარას უღალატა (ფოტო)

რამდენიმე დღის წინ ვანდა ნარამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მაურო იკარდიმ მას უღალატა. როგორც მოგვიანებით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედერაციის თავდაცვა, გულშემატკივარი და ჩემპიონობა ბათუმში

ხვალ ეროვნული ლიგის 30-ე ტური გაიმართება და ცენტრალური მატჩი ბათუმში ორ “დინამოს” შორის შედგება. ცხრილში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იკარდი “პსჟ”-ის დატოვებით იმუქრება, თუ მეუღლე არ დაუბრუნდება

RMC Sport-ის ინფორმაციით, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი მაურო იკარდი კლუბის დატოვებით იმუქრება, თუ მეუღლე ვანდა ნარა […]...
წაკითხვა