ვინ არიან გოგონები, რომელთა გამოც ინგლისის ნაკრების ორ ფეხბურთელს გუნდი დაატოვებინეს (ფოტო)
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა 20 წლის ფილ ფოდენმა (“მანჩესტერ სიტი”) და 18 წლის მეისონ გრინვუდმა (“მანჩესტერ იუნაიტედი”) კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო დადგენილი რეგულაცია დაარღვიეს, რის გამოც მათ ეროვნული გუნდის ბანაკი დაატოვებინეს.
რეიკიავიკში ყოფნის დროს ფეხბურთელებმა გართობის მიზნით სასტუმროს ნომერში ისლანდიელი გოგონები – 20 წლის მოდელი ნადია სიფ ლინდალ გუნარსდოტირი და მისი 19 წლის ბიძაშვილი ლარა კლაუზენი შეიყვანეს. უსაფრთხოების წესის დარღვევით ფეხბურთელებმა საფრთხის წინაშე დააყენეს როგორც საკუთარი, ასევე თანაგუნდელების ჯანმრთელობა. გოგონების ვინაობა ბრიტანულმა ტაბლოიდმა “სანმა” გაარკვია და მათი ფოტოებიც გამოაქვეყნა, რასაც აქვე გთავაზობთ.
ფოდენი და გრინვუდი 8 სექტემბერს, დანიის ნაკრების წინააღმდეგ ერთა ლიგის ეგიდით გასამართი მატჩისთვის “სამი ლომის” განაცხადში” შეყვანილნი იყვნენ, თუმცა აღნიშნული ამბის შემდეგ ფეხბურთელებს ნაკრების ბანაკი დაატოვებინეს.