ვინ არის 28 წლის მსაჯი გოგა კიკაჩეიშვილი, რომელიც მწვრთნელებმა საუკეთესოდ დაასახელეს?!

თარიღი: მარტი 15, 2021

ეროვნული ლიგის 33-ე ტურის პირველ მატჩში ბათუმის “დინამომ” საჩხერის “ჩიხურასთან” 2-0 წააგო და ძალიან სათუო გახადა საჩემპიონო შანსები. შეხვედრაში მსაჯმა გოგა კიკაჩეიშვილმა რამდენიმე სადავო გადაწყვეტილება მიიღო, რამაც თამაშზე დიდი გავლენა იქონია.

დასრულებიდან 1 საათში ბათუმელთა მართველთა საბჭოს ხელმძღვანელმა, არჩილ ბერიძემ ქართული ფეხბურთისა და “დინამოს” დატოვება დაანონსა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა. მან ხელი პირდაპირ კიკაჩეიშვილისაკენ გაიშვირა.

“ერთმა ნაძირალამ არ უნდა მოკლას ქართული ფეხბურთი. არავინ არ აპატიებს ამ პატარა ბიჭს ამას, რომ ქართული ფეხბურთის და ბათუმის „დინამოს“ წარმატება მის ხელში დარჩეს და დამიჯერეთ არ დარჩება. დღეს მას არ მოსვლია ეს შეცდომით. ყველაფერი გააკეთა გამიზნულად – იმისთვის, რომ „დინამოს“ წინსვლისთვის ხელი შეეშალა. აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა გამიზნულად. შემიძლია დავჯდე და ნებისმიერ ექსპერტს ავუხსნა, ვისაც პრეტენზია ექნება იმაზე და იტყვის, რომ ეს გამიზნულად არ გაუკეთებია”, – განაცხადა ბერიძემ “ნეტგაზეთთან”.

ვინ არის გოგა კიკაჩეიშვილი? 28 წლის კიკაჩეიშვილი 2015 წელს საუკეთესო მსაჯთა სამეულში დასახელდა. ვინ დაასახელა? ეროვნული ლიგის და ლიგა 1-ის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა, კაპიტნებმა, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა და რეგიონალურმა ფედერაციებმა.

კიკაჩეიშვილი ერთ-ერთი ის ქართველი არბიტრია, რომელიც ევროპა ლიგაზეც მსაჯობს. ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 10 ივლისს, პოდგორიცას სტადიონზე ადგილობრივი “ზეტამ” უნგრულ “ფეჰევარს” უმასპინძლა და მე-4 მსაჯის ფუნქციები შეითავსა.

2018 წლის 12 მაისს კიკაჩეიშვილის წინააღმდეგ ბოლნისის “სიონმაც” გაილაშქრა.

გოგა კიკაჩეიშვილი – სამარცხვინო მსაჯი, რომელიც ხელს უშლის ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციას. მან მეთერთმეტე ტურის მატჩი “სიონსა” და “სამტრედიას” შორის განსაჯა, რომელიც უხეში შეცდომებით და უსირცხვილო გადაწყვეტილებებით იყო სავსე.

გოგა კიკაჩეიშვილი არის მსაჯი, რომელიც ხშირად უშვებს უხეშ შეცდომებს. მან არა ერთი შეცდომა დაუშვა “სიონის” წინააღმდეგ, რომელმაც გავლენა იქონია მატჩის ბედზე”, – ასე წერდა “სიონი”.

“ზოგიერთის აზრით, ვიდეორეფერი იმიტომაც იყო საჭირო, რომ ფიფასა და უეფას მანიპულაციებით ფეხბურთს ნდობა დააკლდა…”, – ასე ამბობდა რამდენიმე თვის წინ კიკაჩეიშვილი ვიდეორეფერის სისტემის დანერგვაზე “ლელოსთან” ინტერვიუში.

თუმცა მხოლოდ მასზეც ნუ შევჩერდებით. ეროვნული ლიგის გუნდები არც სხვა მსაჯებს აკლებდნენ “ქებას და დიდებას”. “საბურთალომ” “დინამოსთან” 2-1-ის წაგების შემდგომ ის სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ყრუაშვილი დაასახელეს.

“საბურთალოც” აღნიშნავდა, რომ მსაჯები მათ წინააღმდეგ მიზანმიმართულად მოქმედებდნენ.

“„იცით თუ არა, მაგრამ საქართველოში მსაჯი უშეცდომოა! ყოველ შემთხვევაში ამას გვიმტკიცებენ მსაჯთა კორპუსში – არ გვახსენდება პრეცედენტი, როდესაც მსაჯთა ხელმძღვანელებს ეღიარებინოთ ამა თუ იმ მსაჯის შეცდომა, ან რომელიმე მათგანით უკმაყოფილება გამოეთქვათ.”

“ერთმა უბანმა” იქვე ჯენერი ხორაცავ ახსენა, მაგრამ, ჰოი, საოცრებავ, კიკაჩეიშვილიც მოიხსენია.

“ფიქრობთ, გუშინ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მსაჯები ასე „ჭკვიანურად“ მსაჯობენ „საბურთალოს“ წინააღმდეგ? სულ მცირე ხნის წინ საბურთალოს მონაწილეობით მატჩში ანალოგიურად, ერთი-ერთში მოიქცა ყრუაშვილის კოლეგა ჯენერი ხორავა! ამ დუეტს დიდად არც გიორგი კიკაჩეიშვილი ჩამოუვარდება… რომ დააკვირდეთ „საბურთალოს“ მატჩებს ზედა ხუთეულის გუნდებთან, სადაც უფრო დიდი შანსია გუნდმა ქულები დაკარგოს, ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ „სამეულს“ ნიშნავენ მთავარ არბიტრებად”, – წერია უკვე წაშლილ განცხადებაში.

8 თვის წინ საჩხერის “ჩიხურა” თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ 2-0 დამარცხდა და მაშინ გიორგი ვადაჭკორია დაადანაშაულეს.

საერთოდ, ქართულ ფეხბურთში მსაჯების თემა ყოველთვის აქტუალური იყო და ყოველთვის აქტუალური დარჩება. ამ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილეთ უკანასკნელი პერიოდის მოვლენები, როდესაც გუნდებმა მსაჯები არაობიექტურ და მიზანმიმართულ ქმედებებში დაადანაშაულეს. დღეს 13:00 საათზე პრესკონფერენციას ბათუმის “დინამოს” მფლობელი, არჩილ ბერიძე გამართავს.

ეს სტატია დაიწერა 2019 წლის 2 ნოემბერს დაიწერა. დღეს “საბურთალოს” ახალი მთავარი მწვრთნელი, ლევან კორღალიძე დაუპირისპირდა კიკაჩეიშვილს და “დინამო თბილისის” მიმართ მიკერძოებულ მიდგომაში დაადანაშაულა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მესამე მშრალი მატჩი – როგორი იყო რონალდუს სტატისტიკა “ლესტერთან”?

“მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერ ლიგის მერვე ტურის მატჩში მორიგი კრახი განიცადა. ოლე გუნარ სულშერის შეგირდები გასვლაზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულს” ბარელას დამატება სურს

“ლივერპული” მილანის “ინტერის” შუახაზელ ნიკოლო ბარელათი დაინტერესდა. “ენფილდროუდელები” 24 წლის იტალიელი საყრდენი ნა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ირაკლი აზაროვის საოცარი გოლი “შუქურას” კარში (ვიდეო)

ბათუმის “დინამოს” მარცხენა მცველმა “შუქურას” წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. ირაკლის გოლი საოცრად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბართომეუ: “მე ყველაფერს გავაკეთებდი მესის შესანარჩუნებლად”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოზეპ ბართომეუმ, პრესასთან საუბრისას ლეო მესის კლუბიდან გაშვების საკითხი განიხილა. “რონ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუჩანო სპალეტის მანქანა მოპარეს (ფოტო)

La Gazzetta dello Sport-ის მიერ მოპოვებული უახლესი ცნობების თანახმად, “ნაპოლის” მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის მანქანა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევრა: “დავიღალე! რით დაიმსახურა მესიმ ოქროს ბურთი?”

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა წევრმა, პატრის ევრამ, სატელევიზიო ეთერში საუბრისას ლეო მესის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოში “ინტერის” აკადემია იხსნება (ვიდეო)

მილანის “ინტერი” საქართველოში ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას ხსნის. იტალიური გრანდის რიგით მეოცე აკადემია თბილისში დაფუძნდება. პროექტი [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგუერო: “მესის “ბარსელონადან” წასვლა ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო”

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ, “ბარსელონაში” ტრანსფერსა და ლეო მესის კლუბიდან წასვლაზე გააკეთა კომენტა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პარი სენ-ჟერმენის” პრიორიტეტი ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი იქნება

უცხოურ პრესაში გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავუჯერებთ, “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები უკვე იწყებენ მუშაობას ერლინგ ჰოლანდის [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტოლისო “ბაიერნს” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს

მიმდინარე სეზონის მიწურულს მიუნხენის “ბაიერნის” რიგებს ნახევარმცველი კორენტინ ტოლისო დატოვებს. გერმანული ტაბლოიდის, Bild-ის, მიერ გავრცელე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერგიუსონი: “რონალდუ ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს”

ოქროს ბურთისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. ამ დროისთვის ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების ფავორიტებად კარიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდომ “ოქროს ბურთზე” საკუთარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ 2021 წლის “ოქროს ბურთის” მოპოვების კანდიდატებს შორის თავისი ფავორიტი დაასახელა. “ეჭვგა...
წაკითხვა