ვინ არის ბურთის მომტანი ბიჭუნა, რომელმაც “ლივერპულის” მეოთხე გოლი შექმნა?

თარიღი: მაისი 12, 2019

“ლივერპულის” ბრწყინვალე ქამბექიდან რამდენიმე დღე გავიდა და ახლა, როდესაც “ენფილდის” ხმაურიან საღამოს ვიხსენებთ, კიდევ უფრო იკვეთება ერთი უბრალო ბურთის მომტანი ბიჭუნას როლი “მერსესაიდელთა” წარმატებაში.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” კარში გატანილი მეოთხე გოლს სწორედ ბურთის მომტანის სწრაფმა რეაქციამ ჩაუყარა საფუძველი. ტრენტს ისღა დარჩენოდა, რომ სწრაფად გაეთამაშებინა კუთხური.

“მე ვმუშაობდი კლუბში, სადაც სრულად აანალიზებდნენ ბურთის მომტანი ბიჭუნების მუშაობის ძალას. თუ გსურს, რომ სწრაფად განაახლო თამაში, ბიჭიც უნდა იყოს ინფორმირებული. ბურთის მომტანების ქმედება სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს.

მეც ვყოფილვარ ბურთის მომტანი და ისიც კი ვიცოდი, თუ კუთხურის რომელ მიდამოში უნდა დამედო ბურთი, შემსრულებელს შესწორება რომ არ დასჭირვებოდა. მაღალი დონის კლუბში ყოველ დეტალს ითვალისწინებენ. ბიჭუნა, რომელმაც ტრენტს ბურთი მიაწოდა, ძალიან ჭკვიანი იყო. არ ვიცი, არის თუ არა ის აკადემიის წევრი, მაგრამ მან ზუსტად იცოდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა,” – აცხადებს ჟოზე მოურინიო.

მოურინიო მართალი აღმოჩნდა! Independent-ის ცნობით, “ლივერპულის” ანალიტიკოსმა ერთი კვირით ადრე შეამჩნია, რომ “ბარსელონელები” ყოველ სტანდარტულზე ჩხუბობდნენ და არკვევდნენ, თუ ვინ უშვებდა შეცდომას, თუნდაც ეს სრულად უადგილო ყოფილიყო და ბიჭებსაც შესაბამისი დავალება მისცა.

რაც შეეხება უშუალოდ “ბოლბოის” – საქმე გვაქვს ლიდსის მკვიდრ ოუკლი კენონიესთან, რომელიც სულ რაღაც 14 წლის გახლავთ და “ლივერპულის” აკადემიაში ირიცხება. ოუკლის უკვე აქვს საკუთარი ანგარიში Transfermarkt-ზე.

“ლივერპულის” ყოფილმა კაპიტანმა გრემ სუნესმა კლუბს მოუწოდა, რომ ბიჭუნასა და მის ოჯახს ჩემპიონთა ლიგაზე დასასწრები ბილეთები აჩუქოს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ედენ აზარი კვლავ ტრავმირებულია

მადრიდის “რეალის” ბელგიელ ვარსკვლავს, ედენ აზარს, კვლავ პრობლემები აქვს. “ბლანკოსის” ნახევარმცველმა “ალავესთან” მა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსმა” რონალდუს გარეშე ჩატარებულ სამივე მატჩში დაკარგა ქულები

ტურინის “იუვენტუსმა” სერია A-ს მეცხრე ტურის მატჩში “ბენევენტოსთან” ფრე 1:1 ითამაშა. მატჩის შემდეგ იტალიურმა ჟურნალ-გაზეთებმა [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ემოციური კადრები – კარლო ანჩელოტიმ ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)

28 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ევერტონმა” საკუთარ მოედანზე “ლიდსი” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთში ისევ გაიტანა (ვიდეო)

ბუდუ ზივზივაძის გოლი “ზალაეგერსეგის” კარში იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარადონას კიდევ ერთი შვილი ჰყავს? დიეგოს შესაძლო ვაჟი მის ექსჰუმაციას ითხოვს

19 წლის სანტიაგო ლარა აცხადებს, რომ დიეგო მარადონა მისი ბიოლოგიური მამაა. ლარა საჯაროდ პირველად 2016 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ქვილითაიას ჰეთრიკი კვიპროსში (ვიდეო)

გიორგი ქვილითაიამ “ენოსისთან” ჰეთრიკი შეასრულა. 2 პენალტს ბოლოს საჯარიმოდან გოლიც დაუმატა და “ანორთოსისს” აუტსაიდერთან 3 [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: “ბარსელონამ” ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირა

კატალონიური “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კლუბმა ფეხბურთელებთან ხელფასების შემცირების თაობა...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ბერიძის ბრწყინვალე გოლი უნგრეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

“უიპეშტი” 1:1 “პაკში” გიორგი ბერიძის ბრწყივნალე გოლი “პაკშის” კარში იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
ფეხბურთი

მენეჯერი: “დიეგო ყოველთვის მარტო იყო, სიცოცხლეც აღარ უნდოდა”

დიეგო არმანდო მარადონას მენეჯერი და ახლო მეგობარი ლეგენდარული ფეხბურთლის გარდაცვალების შემდეგ საინტერესო საკითხების შესახებ საუბრობს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიჩელი: “ჰოლანდის ტრანსფერის თანხით ოთხ-ხუთ ფეხბურთელს ვიყიდდი”

მადრიდის “რეალის” ყოფილი ვარსკვლავი, მიჩელი, მიიჩნევს, რომ კლუბმა სატრანსფერო პოლიტიკა უნდა შეცვალოს. როგორც იცით, “რეალი” [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგის რომელი კლუბები დაუშვებენ ფანებს სტადიონზე?

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმაში მიღებული ცვლილებები სპორტის სექტორსაც შეეხო. ინგლისი კორონავირუსის მძვინვარების საფრთხის [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლებმა მარადონას ცხედართან ფოტოები გადაიღეს

დამკრძალავი ბიუროს სამმა თანამშრომელმა დიეგო მარადონას ცხედართან ფოტოები გადაიღო. ფოტოები არგენტინაში ძალიან მალე ვირუსულად გავრცელდა […]...
წაკითხვა