ვინ არის ჯოვინო ფლამარიონი? ბათუმის “დინამო” ეროვნულ ლიგაში ბრუნდება
ეროვნული ლიგა 2-ის 28-ე ტურის 3 შეხვედრა გაიმართა და პრაქტიკულად ბათუმის “დინამომ” ეროვნულ ლიგაში 1-ში გადასვლის ბედი გადაწყვიტა. “დინამომ” “თელავს” მძიმე ბრძოლაში 3-2 მოუგო და ჰეთრიკი გუნდის ბრაზილიელი ლეგიონერის, ლიდერისა და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის, ჯოვინო ფლამარიონის ანგარიშზეა. ფლამარიონმა პირველი გოლი პირველი ტაიმის 46-ე წუთზე გაიტანა, გამარჯვების ბურთი კი 94-ე წუთზე შეაგდო. ბათუმელებს 58 ქულა აქვთ და 12 ქულით უსწრებენ უახლოეს მდევარს.
იტალიელი რობერტო ლანდის “ცხინვალმა” ამჯერად “ვიტ ჯორჯიასთან” წააგო 0-2. “ვიტ ჯორჯიას” “გაგრასთან” ერთად 46-46 ქულა აქვს და მე-2/მე-3 ადგილს იყოფს. “ცხინვალი” ჯერჯერობით 1 ქულით უსწრებს გასავარდნ ზონას.
“ნორჩი დინამომ” 2-2 ითამაშა “შუქურასთან”. მე-16 წუთისთვის “დინამო” 2 ბურთის სხვაობით იგებდა, თუმცა ქობულეთელებმა გათანაბრება მოახერხეს კაპიტნის, გიორგი ჩელებაძის გარეშე. “ნორჩი” 3 ქულით ჩამორჩა მე-3 პოზიციას, “შუქურა” კვლავ გადარჩენისთვის იბრძვის.
ფოტოზე: ჯოვინო ფლამარიონის წარდგენა ბათუმში.
დინამო 3-2 თელავი
გოლები: ფლამარიონი 46/73/94 – ნიქაბაძე 41, ადამაძე 91 (ავტო გოლი)
ცხინვალი 0-2 ვიტ ჯორჯია
გოლები: მუსელიანი 11, ღუდუშაური 37
წითელი ბარათი: ცერცვაძე 95
შენიშვნა: ღუდუშაურმა 37-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.
ნორჩი დინამო 2-2 შუქურა
გოლები: თევზაძე 9, ბოლქვაძე 16 – ბუხულაძე 36, ნემსაძე 82