ვინ არის მამუკა ჯუღელი? – აგენტი, რომელმაც რუსეთში ქართული გუნდი შექმნა
რუსულ “როტორში” დღეს მე-6 ქართველი ფეხბურთელი, “თელავის” ყოფილი მცველი ილია ბერიაშვილი ითამაშებს. 3 დღის წინ გიორგი არაბიძის ტრანსფერი დადასტურდა. მანამდე “როტორში” ზურიკო დავითაშვილი, სოლომონ კვირკველია, ბექა მიქელთაძე და ნიკოლაი ყიფიანი აღმოჩნდნენ. ყველა ტრანსფერი საფეხბურთო აგენტ მამუკა ჯუღელს უკავშირდება, რომელსაც “რუხ კარდინალადაც” მოიხსენიებენ.
ჯუღელი 2009 წელს “ანჟის” სპორტული დირექტორი იყო, 2010 წელს კი იმავე პოზიციაზე “ვოლგაში” მუშაობდა. ორივე გუნდში მამუკას საკმაოდ ბევრი ქართველი ფეხბურთელი ჰყავდა წაყვანილი, მათ შორის, ნუკრი რევიშვილი და ოთარ მარცვალაძე.
მას რუსეთში, როგორც “რუხ კარდინალს” ისე მოიხსენიებენ. ფორმალურად ჯუღელს, შეიძლება, საფეხბურთო კონსულტანტი ვუწოდოთ, რომელსაც ბევრი საჭირო კავშირი აქვს და რჩევების მიცემა შეუძლია. მისი ხედვები და რჩევები უმეტესად რუსეთისკენ მიდის, მაგრამ საპასუხო არგუმენტად რუსული ფეხბურთის სიძლიერე მოჰყავს.
ჯუღელი კარგად იცნობს ილია კოკაიას (ზესტაფონი), რომან ფიფიას (დინამო) და თემურ ქეცბაიას. კოკაია მას ღიად ყველაზე მეტად უპირისპირდებოდა, როცა ჯუღელის დაკომპლექტებულმა “დილამ” “ზესტაფონს” 4-1 მოუგო ფინალში. ის ფინალი ბევრმა გარიგებულად ჩათვალა.
ფიფიასთან, როგორც 2015 წელს ამბობდა, ნეიტრალური პოზიცია აქვს, მაგრამ არ მოსწონდა, თუ როგორ ექცეოდა “დინამო” მის ფეხბურთელებს. მაგალითად, დღეს “დინამოს” კაპიტანი გიორგი პაპავა მისი დახმარებით კვიპროსში გაემგზავრა და “ნეა სალამისში” იყო.
ჯუღელის ყურადღების ქვეშ იყო გიორგი აბურჯანიაც, ჯანო ანანიძე, მათე ვაწაძე და ჯაბა კანკავაც. როგორც თვითონ აცხადებს, “დნიპროში” გადასვლა ჯაბას მან ურჩია. ვაწაძეს კი დანიაში გადასვლაში დაეხმარა, როცა “ალანია” მას ორჯერ მეტ ხელფასს სთავაზობდა.
გარდა ამისა, ჯუღელი ხშირად ყოფილა ქართული კლუბების დამაკომპლექტებელი და მათ შორის, “ოლიმპია” გამოსარჩევი, რომელიც ქვეყნის ჩემპიონი გახდა. იყო “შუქურას” სპორტული დირექტორიც.
მამუკა სოლომონ კვირკველიას, ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის წარმომადგენელია. კვარაცხელია და სხვა ბევრი ფეხბურთელი მას საერთოდ ოჯახის წევერადაც მიიჩნევს.
ასე აცხადებს ილია ნანობაშვილთან 2015 წელს მიცემულ ინტერვიუში ტრანსფერებისგან მიღებულ თანხაზე: “ძალიან დიდი სანაცნობო და სამეგობრო წრე მყავს, ამით ვსარგებლობ და ქართველ ფეხბურთელებს ვეხმარები. ბიჭებს ჰკითხეთ, საქართველოსთვის ცუდს რა ვაკეთებ. მე ფეხბურთელებისგან წილს არ ვიღებ. თავისი სურვილით თუ რაიმეს მაჩუქებენ, ეს სხვაა”
ინტერვიუს ჩაწერიი დროს 13 ივნისის ტრაგედია ახალი მომხდარი იყო და ჯუღელი დახმარებას 10 ათასი ლარით აპირებდა.