ვინ არის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრობის მთავარი კანდიდატი?

თარიღი: მაისი 2, 2015

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის თემა ბოლო დღეებში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ პოსტი ლევან ყიფიანმა დატოვა, თავისი გადაწყვეტილება კი კოლეგებთან კონფლიქტის თავიდან აცილებით ახსნა.

ყიფიანის გადადგომისთანავე საზოგადოება არაერთ კანდიდატს განიხილავდა, საბოლოო გადაწყვეტილება კი უმრავლესობისთვის, სავარაუდოდ, მოულოდნელი აღმოჩნდა – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბშვილმა ხსენებულ პოსტზე ტარიელ ხეჩიკაშვილი დაასახელა, რომელიც რამდენიმე ბიზნესპროექტითაა ცნობილი.

პროფესიით სამართალმცოდნე საავტომობილო ჰოლდინგის “იბერია ბიზნეს ჯგუფის” პრეზიდენტი და დამფუძნებელია. ხეჩიკაშვილი ცნობილი სპორტში თავისი აქტიური მოღვაწეობითაცაა. პირველ რიგში, მას, როგორც საფეხბურთო კლუბს „საბურთალოს“ დამფუძნებელს იცნობენ. „საბურთალომ“ ბოლო წლებში მართლაც დიდ პროგრესს მიაღწია – კლუბის ბავშვთა აკადემია თავის ფუნქციას კარგად ასრულებს, ერთი კვირის წინ კი ძირითადი გუნდი პირველი ლიგის გამარჯვებული გახდა, შესაბამისად, შემდეგ სეზონში უმაღლეს ლიგაში ითამაშებს.

ამასთანავე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მუზეუმის აღდგენაში მან დიდი წვლილი შეიტანა. გარდა ამისა, სხვადასხვა პერიოდში ხეჩიკაშვილმა რაგბი, ჩოგბურთი და ძალოსნობა დააფინანსა.

ამ ყველაფრის შესახებ სწორედ ის ხალხი საუბრობს, რომელმაც მედიასთან ხეჩიკაშვილის დანიშვნა შეაფასა. თუმცა, ამჟამად აზრები ორად გაიყო და ამ გადაწყვეტილებას ასპროცენტიანი დადებით შეფასება არ მოჰყოლია. აღსანიშნავია რამდენიმე სპორტული ფედერაციის პრეზიდენტის შეფასება, რომელიც ხეჩიკაშვილის შესაძლო დანიშვნით კმაყოფილია.

როგორც თავად აცხადებს, პოსტის შეთავაზება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მინისტრობას კი სამშობლოსა და სპორტის სიყვარულის გამო დათანხმდება. მედიასთან საუბრისას ხეჩიკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ თავის პროგრამას საზოგადოებას დაწვრილებით შემდეგ კვირას გააცნობს.

დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, ხეჩიკაშვილმა კერძო სექტორს სპორტის დაფინანსებაში ხელი უნდა შეუწყოს. შესაძლოა, მის მთავარ კანდიდატად დასახელებაში დიდი როლი სწორედ ამ ფაქტორმა ითამაშა.

 

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

“დინამო” ფარერებში რომან ფიფიასთან ერთად ჩავიდა

“დინამო თბილისი” ფარერებზე გაემგზავრა. გუნდი ტორჰსვანში ჩაფრინდა და ადგილობრივ სასტუმრო “ჰოტელ ფოროიარში” დაბინავდა. ოფიციალურ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ გამოიყურება დე ლიხტის მეგობარი გოგონა (ფოტო)

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურ მცველს, მატეის დე ლიხტს მეგობარი გოგონა ჰყავს, რომელსაც ანეკი მოლენარი ჰქვია. გთავაზობთ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძის ახალი ავტომობილი (ფოტო)

მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ ახალი ავტომობილი შეიძინა. 26 წლის სპორტსმენმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კანკავა და კვეკვესკირი “ტობოლს” დატოვებენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარდაცვის შეუცვლელი წევრები, ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი ყაზახურ “ტობოლს” დატოვებენ. “ტობოლს&...
წაკითხვა
ფეხბურთი

არჩილ ბერიძე: “გეგუჩაძე რჩება, ჯოვინოს ხელფასს ვუორმაგებდით, მაგრამ…”

ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისას საწვრთნელ ბაზაზე დინამო ბათუმის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა. მან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგენტი: “იმედია, ბეილი “რეალში” აღარ დაბრუნდება, იქ მას არ აფასებდნენ

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი, გარეტ ბეილი, 2020/21 წლების სეზონს ლონდონის “ტოტენჰემში” გაატარებს. შეგახსენებთ, რომ უელსელი შ...
წაკითხვა
ფეხბურთი

განრისხებული სუარესი პრესკონფერენციის მოწვევას გეგმავს

ლუის სუარესი განრისხებულია. ურუგვაელი ფეხბურთელი უკმაყოფილოა კლუბის დამოკიდებულებით და ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენციის მოწვევას აპირებს. როგორც ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ვიდალი “ინტერის” ფეხბურთელია

მილანის “ინტერის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც არტურო ვიდალმა “ნერაძურისთან” ორწლიან ხელშეკ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინჯგიას დრამა სერბეთში დასრულდა: კრილია, ლოკომოტივი, აგენტი, სერბეთი

თბილისის “ლოკომოტივის” ყოფილი შემტევი რევაზ ინჯგია კარიერას სერბეთის მე-2 ლიგაში, “სრემსკა მიტროვიცაში” გააგრძელებს. ინჯგიას ა...
წაკითხვა
ფეხბურთი

დანი ალვეშს ევროპულ ფეხბურთში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილ ვარსკვლავს, რომელიც ამ დროისთვის “სან-პაულოს” ღირსებას იცავს, ევროპულ ფეხბურთში დაბრუნება აქვს გ...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი: “20 წლის რომ ვიყო, ოთხ გოლს გავიტანდი”

“მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ბოლონიასთან” მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, მილანელებმა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალვარო მორატა “იუვენტუსში” ბრუნდება

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ალვარო მორატა კარიერას იტალიაში, კერძოდ კი ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელებს. 27 წლის ესპანელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაკიტიჩი: “მესი და სუარესი ჩემი ახლო მეგობრები არასდროს ყოფილან”

“ბარსელონადან” “სევილიაში” დაბრუნებულმა ივან რაკიტიჩმა ყოფილ თანაგუნდელებთან არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. “მესი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მადლობა ევროსეზონისთვის!” – მოსკოვის “დინამოს” ფანებმა საკუ

21 სექტემბერს, რუსეთის პრემიერ ლიგის მე-6 ტურში მოსკოვის “დინამომ” საკუთარ მოედანზე “ტამბოვი” მიიღო და მეტოქე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერნანდო ტორესმა კარიერის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა, ფერნანდო ტორესმა კარიერის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. 36 წლის თავდამსხმელმა თერთმეტეული იმ მოთამაშეებისაგან […...
წაკითხვა