ვინ ჩაანაცვლებს ლოპეტეგის ესპანეთის ნაკრებში – ოთხი ყველაზე რეალური კანდიდატი

თარიღი: ივნისი 12, 2018

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მადრიდის “რეალს” ჩაუდგება სათავეში. ის სამწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ამ ამბის გაჟღერების შემდეგ, ესპანურმა პრესამ დაიწყო იმაზე წერა, თუ ვინ იქნება ხულენის შემცვლელი “ფურია როხაში”. გამოიკვეთა ოთხი რეალური კანდიდატი.

მიჩელ გონსალესი

 

ესპანელმა თავის ნაკრებში 66 შეხვედრა ჩაატარა. ხოლო, მას შემდეგ, რაც მწვრთნელი გახდა, ის მადრიდის “რეალის” ახალგაზრდულ გუნდს, შემდეგ “რაიო ვალეკანოს”, “ხეტაფეს”, “სევილიას”, “მარსელსა” და “მალაგას” ედგა სათავეში. მისი სტილი შეესაბამება ესპანეთის ნაკრების სათამაშო ფილოსოფიას.

ლუის ენრიკე

 

შესაძლოა, მისი წარსულის გამოცდილება ყველაზე კარგად შეესაბამებოდეს აღნიშნულ პოსტს. ლუის ენრიკემ “ბარსელონას” გაწვრთნის დროს განაცხადა, რომ ის სიამოვნებით იმუშავებდა ესპანეთის ნაკრების მწვრთნელად. ნუ დაგვავიწყდება, რომ იგი თამაშობდა ეროვნულ გუნდში. ასევე, 48 წლის დამრიგებლის კლუბები, ნამდვილად, მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობდნენ.

ალბერტ სელადესი

 

21-წლამდე გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელი, რომელიც ესპანეთის ნაკრების წევრი იყო. საგულისხმოა, რომ სწორედ სელადესის დამოძღვრილმა ბიჭებმა მოახერხეს გასულ ზაფხულში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფინალში გასვლა, თუმცა, სამწუხაროდ, დამარცხდნენ. ალბერტი დელ-ბოსკეს სამუშაო კოლექტივში იყო და ახლა ლოპეტეგის ასისტენტად მუშაობს.

აიტორ კარანკა

 

 

ის ესპანელთა 16-წლამდე ნაკრების მწვრთნელი იყო. გარდა ამისა, კარანკა ჟოზე მოურინიოს ასისტენტად “რეალში” სამი წლის მანძილზე ირჯებოდა. აქ მიღებული გამოცდილების შემდეგ აიტორმა “მიდლსბრო” ჩემპიონშიფიდან პრემიერ ლიგაში გადაიყვანა. თუმცა, შემდეგ ეს გუნდი ისევ დაქვეითდა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

პერიშიჩისთვის ბრძოლაში “ბაიერნი” და “ატლეტიკო” ჩაერთვნენ

მილანის “ინტერის” გარემარბ ივან პერიშიჩის გადაბირებას “მანჩესტერ იუნაიტედი” უკვე დიდი ხანია ცდილობს. აღნიშნული ტრანსფერით პირა...
წაკითხვა
ფეხბურთი

სასტიკი უხეშობა “ვიტ ჯორჯია” – “სამტრედიას” მატჩში და არეულო

საქართველოს ეროვნული ლიგის ფლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში “ვიტ ჯორჯია” საკუთარ მოედანზე “სამტრედიას” უპირისპირდება. შეხვედრი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფოტოები მადრიდის “რეალის” საშობაო წვეულებიდან

მადრიდის “რეალმა” საშობაო შესვენების წინ ტრადიციული წვეულება გამართა, რომელსაც საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდების წევრები ესწრებოდნენ....
წაკითხვა
ფეხბურთი

მარსელო: “რონალდუს დანაკლისს განვიცდით”

მადრიდის “რეალის” მარცხენა მცველმა, მარსელომ კრიშტიანო რონალდუს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ “სამეფო კლუბი” მის […...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლა: “ზამთარში ტრანსფერები არ იქნება”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, პრესასთან საუბრისას საკმაოდ მოკლედ და გასაგებად აღნიშნა, რომ “ქალაქელები̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლოპეტეგის იტალიაში იწვევენ

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ყოფილ თავკაცს, ხულიენ ლოპეტეგის, მსურველი იტალიაში გამოუჩნდა. ამ ინფორმაციას […...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედმა” პერიშიჩისადმი ინტერესი განაახლა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 მატჩში “ინტერმა” “პსვ”-ს დამარცხება ვერ შეძლო (1:1), რის გამოც ჩემპიონთა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბახმაროს” ქომაგებმა მსაჯებზე თავდასხმა სცადეს (ვიდეო)

14 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის პლეიოფის განმეორებით შეხვედრაში ჩოხატაურის “ბახმარომ” საკუთარ მოედანზე “ცხინვალი” მიიღო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“არტურო ვიდალზე რას გვეტყვი?” – ბავშვების უხერხული შეკითხვა ალექსის სანჩ

“მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევი, ალექსის სანჩესი ჩილელ ბავშვებს შეხვდა და მათ ფეხბურთთან დაკავშირებით ესაუბრა. საუბრის დროს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ათი პრეტენდენტი

აფრიკის 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების ათი პრეტენდენტი დასახელდა: ალექს ივობი (“არსენალი”, ნიგერია), მოჰამედ სალაჰი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: უეფამ “მილანი” ფეარ-პლეის წესების დარღევაში დაადანაშაულა

უეფას მიერ გამოყოფილმა სპეციალურმა დისციპლინარულმა კომიტეტმა “მილანის” საქმეზე მუშაობა დაასრულდა და განაჩენიც გამოიტანა – იტალიური [...
წაკითხვა
ფეხბურთი

რივალდო: “დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ისკოს “ბარსელონაში”

“ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელმა, ლეგენდალურმა რივალდომ, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ ძალიან სურს ისკო “ლურჯ-ბროწეულისფერი̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბახმარო” – “ცხინვალის” მატჩში მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრ

14 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის ფლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში ჩოხატაურის “ბახმარომ” საკუთარ მოედანზე “ცხინვალი”...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხორხე სამპაოლის ახალი კლუბი ცნობილია

არგენტინის ნაკრების ყოფილი თავკაცის, ხორხე სამპაოლის ახალი სამუშაო ადგილი ცნობილია. 58 წლის სპეციალისტი ბრაზილიური “სანტოსის” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კიელინი: “მეტოქის საჯარიმოში თამაშით იკარდის მხოლოდ რონალდუ სჯობს”

ტურინის “იუვენტუსის” მცველმა ჯორჯო კიელინიმ მილანის “ინტერის” თავდამსხმელ მაურო იკარდის შესახებ კომენტარი გააკეთა და ის [&hell...
წაკითხვა