ვინ დაასახელეს საუკეთესოდ საქართველოს წარმომადგენლებმა?
17 დეკემბერს, ფიფას 2020 წლის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოვლინდა.
წლის საუკეთესო ფეხბურთელისათვის განკუთვნილი ჯილდო რობერტ ლევანდოვსკის გადაეცა, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად იურგენ კლოპი დასახელდა.
საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ხიზანიშვილმა და სპორტულმა ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ მიიღეს.
მათი ხმები ასე გადანაწილდა:
ჯაბა კანკავა
საუკეთესო ფეხბურთელი: რობერტ ლევანდოვსკი, ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდუ
საუკეთესო მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ფლიკი, იურგენ კლოპი, ხულენ ლოპეტეგი
ზურაბ ხიზანიშვილი
საუკეთესო ფეხბურთელი: რობერტ ლევანდოვსკი, კრიშტიანო რონალდუ, სერხიო რამოსი
საუკეთესო მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ფლიკი, იურგენ კლოპი, ზინედინ ზიდანი
ზურაბ ფოცხვერია
საუკეთესო ფეხბურთელი: კრიშტიანო რონალდუ, კევინ დე ბრუინი, რობერტ ლევანდოვსკი.
საუკეთესო მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ფლიკი, იურგენ კლოპი, მარსელო ბიელსა.