ვინ დაწყევლა ქართული ფეხბურთი ასე?
რამდენიმე დღის წინ “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარემ, დავიდ დე ხეამ დაიჩივლა, უკვე ვფიქრობ, ვიღაცამ დაგვწყევლა, ასე რომ ვთამაშობთო.
ძალიან რთულია იგივე ასოციაცია არ გაგიჩნდეთ ქართული ფეხბურთის მიმართ, თუნდაც ამ ორი მაგალითის გამო.
გიორგი ჩაკვეტაძე თბილისის “დინამოში” უბრალოდ დაფრინავდა, გადავიდა “გენტში”, სადაც მალევე მოერგო გუნდს და დაიწყო გოლების გატანა. ერთა ლიგაზე პირადად ჩაკვეს დამსახურებით მოვიგეთ ჯგუფი. გადის გარკვეული პერიოდი, გიორგი ტრავმას იღებს, ბელგიელი ექიმები ოპერაციას არ უკეთებენ, ბრუნდება რამდენიმე თვის შემდეგ მოედანზე და ისევ ტრავმა. საბოლოო ჯამში, ამ პროცეში 2 წელი გავიდა.
მაშინ, როცა ჩაკვეტაძე დაიტრავმა და დიდი ხნით უქმობა მოუწია, თავის თავზე ლიდერობა ხვიჩა კვარაცხელიამ აიღო, რომელმაც ღირსეულად შეცვალა გიორგი და ამჯერად, მისი დამსახურებით ერთა ლიგის ფინალამდეც მივაღწიეთ, სადაც კვარაცხელიამ ვერ ითამაშა. ახლა რა ხდება მის თავს? რუსეთშია, რუსეთს თავს ვერ აღწევს, ბოლო 1 წელია ფსიქიკა გაუნადგურდა ყოველდღე ახალ კლუბში გადასვლით, უკრაინაში საზარელი ომია და მასზე უდიდესი ზეწოლაა წამოსვლის გამო, მაგრამ ფაქტია, ვერ მოდის.
ჩაკვეტაძემ 6 თვით “ჰამბურგში” გადაინაცვლა, დროებით, Fifa-ს რეგულაციით, 30 ივნისამდე წასვლა რუსეთში ყველა ლეგიონერს შეუძლია, მაგრამ შემდეგ კვლავ გუნდში დაბრუნება უწევთ. რა თქმა უნდა, თუ ეს ვარიანტი კვარამ გამოიყენა.
როდის უნდა ეშველოს ქართულ ფეხბურთს და მის იმედებს?