ვინ გადაარჩენს ქართულ ფეხბურთს?
თბილისის “საბურთალო” “არარატ-არმენიასთან” მიხეილ მესხის სტადიონზე 0-2 დამარცხდა და ევროპა ლიგაზე ასპარეზობას გამოეთიშა.
“საბურთალომ” სომხურ კლუბთან პირველ მატჩში 1-2 იმარჯვა და დღეს 0-2 წააგო. საერთოდ, საქართველოს ჩემპიონმა მიხეილ მესხზე ყველა თამაში წააგო და 2-ჯერ იმარჯვა სტუმრად. ზაგრების “დინამოსთან” უშანსოდ გამოეთიშა, ტირასპოლის “შერიფი” კი მოლდოვაში 0-3 გაანადგურა, ვაკეში კი 1-3 დაფიქსირდა.
ქუთაისის “ტორპედოს” ფინანსური კრიზისის გამო გუნდი “ორდაბასთან” პირველ შეხვედრამდე დაეშალა და ევროპა ლიგიდან პირველივე წრიდან გამოვარდა.
საჩხერის “ჩიხურამ” პირველ ეტაპზე ლუქსემბურგის “ფოლა” გამოაგდო, მე-2 ეტაპზე კი “დინამო არენაზე” ნათამაშები ფრის შემდეგ შოტლანდიაში 5-0 წააგო.
ერთადერთი შემორჩენილი გუნდი ევროპა ლიგაზე საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, თბილისის “დინამო” გახლავთ. “დინამომ” ანდორული “ენგორდანის” 7-0 ძლევით დაიწყო, აზერბაიჯანული “გაბალა” 5-0 დადო ბეჭებზე, მე-3 ეტაპზე კი როტერდამის “ფეიენოორდთან” ჰოლანდიაში 4-0 განადგურდა, დღეს კი საპასუხო მატჩში მინიმუმ 4 გოლის გატანა და არცერთის გაშვება მართებს.
1981 წელს იმ ლეგენდარულმა “დინამომ” სწორედ “ფეიენოორდს” სძლია 3-0 და ფინალში გავიდა, სადაც თასების მფლობელთა თასს დაეუფლა.
“მჯერა, რომ “დინამო” დღეს “ფეიენოორდს” გამოაგდებს. პირველ ტაიმში 2 გოლი და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი” – ეს სიტყვები მითხრა “დინამოს” იმ ფანმა, რომელსაც “ფეიენოორდთან” მოგებაც ახსოვს.
“დინამოს” 4-0 და შემდეგ დამატებით დროში ან პენალტების სერიაში გამარჯვება, 5-0 ან 6-1 აწყობს…