ვინ გახდება საქართველოს საუკეთესო ბომბარდირი?
საქართველოს უმაღლესი ლიგის 2014/15 წლების სეზონი დასასრულს უახლოვდება. მთავარი კითხვაზე პასუხი ცნობილია – გორის „დილას“ სახით საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავს. შიდა ქართლელებმა ჩემპიონობა 28-ე ტურში გაინაღდეს, როდესაც გასვლაზე ალექსანდრე კვახაძის გოლით მინიმალური ანგარიშით, 1:0 გაიმარჯვეს. ამჟამად გორელებს 61 ქულა აქვთ და მეორე და მესამე ადგილზე მყოფ ბათუმისა და თბილისის „დინამოელებს“ 6-6 ქულით უსწრებენ.
ამის მიუხედავად, ჩემპიონატში რამდენიმე ინტრიგა დარჩა. მაგალითად, უცნობია მეორეადგილოსანისა და იმ გუნდის ვინაობა, რომელიც უმაღლეს ლიგაში დასარჩენად პლეიოფში ითამაშებს. ცხრილის ქვედა ნაწილში გადარჩენისთვის ერთდროულად „სიონი“, „ვიტ ჯორჯია“ და „მეტალურგი“ იბრძვიან. ამ მხვრივ, ყველაზე კარგ მდგომარეობაში ბოლნისელები არიან, რომლებსაც 29 ქულა აქვთ და ამჟამად პლეიოფის ზონაში მყოფ „ვიტ ჯორჯიას“ 3 ქულით უსწრებენ. რაც შეეხება „მეტალურს“, ქვემო ქართლელები ბოლო ადგილზე იმყოფებიან და ქულით მოპოვების შემთხვევაში, „ზესტაფონს“ გაუთანაბრდებიან, რომელიც ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება და მეორე წრის მეორე ნახევრიდან ყველა შეხვედრაში ტექნიკური წაგება ეთვლება.
ასევე საინტერესოა, ვინ გახდება ჩემპიონატის საუკეთესო ბობმარდირი. ამჟამად ბომბარდირთა დავას 14 გოლით გორის „დილას“ თავდამსხმელი ირაკლი მოდებაძე ლიდერობს, თუმცა „დინამოს“ ნახევარმცველი, 19 წლის გიორგი პაპუნაშვილი მას მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება. მესამე ადგილზე 11 გოლით „ცხინვალის“ თავდამსხმელი ნიკა კაჭარავაა.
ირაკლი მოდებაძე
მოდებაძე „დილაში“ 2012 წელს ჩაირიცხა, როდესაც გორელებს რუსთავის „მეტალურგიდან“ შეუერთდა. სადებიუტო სეზონში უმაღლეს ლიგაში ირაკლიმ 21 მატჩი ჩაატარა და თავი 11-ჯერ გამოიჩინა, შემდეგ სეზონში კი 17 შეხვედრაში9 გოლი გაიტანა. გასული სეზონის მეორე წრიდან მოდებაძე თბილისის „დინამოში“ თამაშობდა, თუმცა მაშინდელ მალხაზ ჟვანის გუნდში მხოლოდ 7 მატჩის ჩატარება მოუწია, რომელშიც თავის გამოჩენა ვერ შეძლო. ამ სეზონის დაწყების წინ 30 წლის მოთამაშე „დილაში“ დაბრუნდა და ჯერჯერობით მის შემადგენლობაში თავის საუკეთესო სეზონს ატარებს. აღსანიშნავია, რომ უმაღლეს ლიგაში და ზოგადად კარიერაში ირაკლისთვის საუკეთესო 2010/11 წლების სეზონი იყო, რომელშიც ის 34 შეხვედრაში 16 გოლით გამოირჩა, თუმცა სეზონის საუკეთესო ბობმარდირი ვერ გახდა – ორი გოლით მას მაშინდელი ჩემპიონის „ზესტაფონის“ ფორვარდმა ნიკა გელაშვილმა აჯობა.
ბოლო ტურში „დილა“ უმაღლეს ლიგაში გადასარჩენად მებრძოლ ნახსენებ „ვიტ ჯორჯიას“ მასპინძლობს, რაც მოდებაძეს ბომბარდირთა დავაში ლიდერობის შენარჩუნების შანსს აძლევს.
გიორგი პაპუნაშვილი
ნიჭიერი ნახევარმცველი თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში გასულ სეზონში გამოჩნდა. „ლურჯ-თეთრების“ რიგებში ცამეტ მატჩში გიორგიმ თავი სამჯერ გამოიჩინა. თითო გოლი მან რუსთავის „მეტალურგს“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და საჩხერის „ჩიხურას“ გაუტანა.
ზაფხულში თბილისურ კლუბში ბევრი ცვლილება განხორციელდა. გუნდის შემადგენლობა თითქმის მთლიანად ახალგაზდა მოთამაშეებით დაკომპლექტდა, 2014 წლის ბოლოს კი „დინამო“ გამოცდილმა ჩისკომ და ირაკლი ძარიამაც დატოვეს. ესპანელი სამშობლოში დაბრუნდა, ხოლო ძარია გორის „დილას“ შეუერთდა. სეზონის დასაწყისში მომხდარი ცხლილებების წყალობით არაერთ ახალაგზრდა მოთამაშეს თავის გამოჩენის რეალური შანსი მიეცა. პაპუნაშვილი ის ფეხბურთელია, რომელმაც ამ შანსის ყველაზე კარგად გამოყენება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მან პირველ ადგილზე მყოფ მოდებაძეზე ერთით ნაკლები შეხვედრა ჩაატარა, შესაბამისად, პროცენტული მაჩვენებლით გორელთა ლიდერს არ ჩამოუვარდება.
ყველაზე შედეგიანი გიორგისთვის ცხინვალის „სპარტაკთან“ პირველი წრის შეხვედრაა, რომელშიც მან ჰეთთრიკი შეასრულა, მისმა გუნდმა კი მეტოქე ანგარიშით 6:1 გაანადგურა.
ბოლო დროს 19 წლის ტალანტის „დინამოდან“ შესაძლო წასვლსთან დაკავშირებული საუბრები გავრცელდა. პაპუნაშვილის სახელს ქართველებისთვის ცნობილ კვიპროსულ „ანორთოსისს“ უკავშირებდნენ.
ბოლო ტურში „დინამო“ საჩხერის „ჩიხურას“ მასპინძლობს, რომელსაც მიმდინარე სეზონში მეხუთე ადგილი უკვე გარანტირებული აქვს. საჩხერლები ვერც მეოთხე ადგილისთვის ბრძოლას შეძლებენ და ვერც მეექვსე ადგილზე აღმოჩნდებიან.
ნიკა კაჭარავა
ასაკის მიუხედავად, 21 წლის თავდამსხმელს უცხოეთშიც იცნობენ. 2011/12 წლების სეზონში ნიკა „დინამო თბილისის“ ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა, რის შემდეგაც ყაზანის „რუბინში“ გადაბარგდა, რომლის ახალგაზრდულ გუნდში არც თუ ისე ცუდად თამაშობდა. 2014 წელს კაჭარავა საქართველოში დაბრუნდა. გასული სეზონის ბოლოს მხოლოდ ერთი შეხვედრის ჩატარება მოუწია, ამ სეზონში კი „ცხინვალის“ საუკეთესო ბობმარდირად ჩამოყალიბდა. თავისი სიმაღლის დახმარებით, ნიკა მეორე ასართულზე ორთაბძროლებს, ძირითადად, ადვილად იგებს.
მიუხედავად იმისა, რომ ნიკა პირველ ადგილზე მყოფ მოდებაძეს სამი გოლით ჩამორჩება, მას ბომბარდირობაზე ფიქრის მიზეზი მაინც უნდა ჰქონდეს. „მეტალურგთან“ 29-ე ტურის შეხვედრაში მან ჰეთთრიკი შეასრულა, მისმა გუნდმა კი ანგარიშით 7:2 მოიგო.
ბოლო ტურში ცხინვალელები, რომლებიც ვერც სამეულშ შევლენ და ვერც მეოთხე ადგილის ქვემოთ აღმოჩნდებიან, მეათე ადგილზე მყოფ ფოთის „კოლხეთს“ ხვდებიან.