ვინ გამოიმუშავებს ყველაზე მეტს გერმანიის ბუნდესლიგაში?
გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe გერმანიის ბუნდესლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების რეიტინგს აქვეყნებს.
რამდენადაც ცნობილი ხდება, ბუნდესლიგის მასშტაბით ყველაზე მეტს რობერტ ლევანდოვსკი და მანუელ ნოიერი გამოიმუშავებენ. თითოეული მათგანი “ბაიერნისგან” თვეში 1.7 მილიონ ევროს იღებს.
რეიტინგის ხუთეული სრულად “ბაიერნის” ფეხბურთელებით გახლავთ დაკომპლექტებული. მეორე პოზიციას ლეროის სანე იკავებს (1.5 მილიონი ევრო თვეში), შემდეგ კი ტომას მიულერი (1.3 მილიონი ევრო) და ლუკა ერნანდესი (1.1 მილიონი ევრო) მოდიან.
მწვრთნელებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჰანს-დიტერ ფლიკი გახლავთ (“ბაიერნი”, 0.59 მილიონი ევრო თვეში), რომელსაც პეტერ ბოსი (“ბაიერი”, 0.29 მილიონი ევრო) და იულიან ნაგელსმანი (“ლაიფციგი”, 0.25 მილიონი ევრო) ჩამორჩებიან.