ვინ იყო საუკეთესო გიბრალტართან მატჩში?
საქართველოს ეროვნულმა ნაკრება ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 მატჩში გიბრალტარს ძალიან მძიმედ, 2-3 მოუგო.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ თურქული “კონიასფორის” შემტევი, ლევან შენგელია დასახელდა. შენგელიამ მე-10 წუთზე ჯერ ხარაიშვილს ულამაზესი პასით გაატანინა, გადამწყვეტი გოლის დროს კი შესანიშნავად ჩააწოდა და ქვილითაიამ შეაგდო.
შენგელიამ ძირითადიდან პირველად დაიწყო თამაში და მისი საფირმო დარტყმით, მარცხენა ფეხით, რამდენჯერმე სცადა მეტოქის კარის აღება, მაგრამ დღეს არ გამოუვიდა.
ლევანი, კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე (სამივე მოთამაშე სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში თბილისის “დინამოს” ლიდერები იყვნენ – რედ) ნაკრებისთვის ძალიან დიდ ძალა იქნებიან.