ვინ იქნება დღეს – 15 აგვისტო რიოს ოლიმპიადაზე
15 აგვისტოს რიოს ოლიმიურ თამაშებზე 4 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. ორი მათგანი ერთი და იმავე სპორტის სახეობის – ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის – სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამოვლენ. რობერტ კობლიაშვილი და იაკობ ქაჯაია 85 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში იჭიდავებენ. ასევე, 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძალოსანი გიორგი ჩხეიძე გამოვა. გარდა ამისა, სამხტომში ლაშა თორღვაიძე შეეცდება მის ქვეყანას მედალი მოუპოვოს.
ლაშა თორღვაიძე (მძლეოსნობა)
16:30 – 17:38 სამხტომი: კვალიფიკაცია
რობერტ კობლიაშვილი – 85 კგ. (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
იაკობ ქაჯაია – 130 კგ. (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
17:00 – 20:00 85კგ/130კგ: კვალიფიკაცია
23:00 – 00:00 85კგ/130კგ: რეპეშაჟი
00:00 – 00:30 85 კგ: შეხვედრა III ადგილისთვის
00:45 – 01:00 85 კგ: ფინალი
01:00 – 01:30 130 კგ: III ადგილისთვის
01:30 – 02:00 130 კგ: ფინალი
გიორგი ჩხეიძე – 105 კგ. (ძალოსნობა)
22:30 – 00:10 ჯგუფი “ა”
02:00 – 04:00 ჯგუფი “ბ”