ვინ იქნება ხვალ – 2 აგვისტო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე
ხვალ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ორი წევრი იასპარეზებს, ორივე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წარმომადგენელია.
2 აგვისტო
გიორგი მელია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 97კგ)
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი პირველივე შეხვედრაში, 1/8-ფინალში ერთ-ერთ ფავორიტს, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ მუსა ევლოევს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა 06:30 საათზე დაიწყება.
იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 130კგ)
იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალშია. მისი მეტოქე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, კუბელი მიხაინ ლოპესი იქნება. ფინალური ბლოკი 14:30 საათზე დაიწყება.
იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ არცერთი სიახლე ქართველი ოლიმპიელების გამოსვლებზე, თვალი ადევნეთ:
• ფეისბუქ გვერდს საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე
• Fanebi.Com-ის ვებ-გვერდს
• ფეისბუქ გვერდს FANEBI.COM