ვინ იქნება ხვალ – 25 ივლისი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე
ხვალ, 25 ივლისს, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ხუთი წევრი იასპარეზებს. ქართველების საშეჯიბრო დღეს ლეგენდარული ნინო სალუქვაძე გახსნის. ამ ოლიმპიადაზე შეჯიბრში პირველად ჩაერთვებიან ძალოსნობის ნაკრების წარმომადგენლები.
25 ივლისი
ნინო სალუქვაძე (სროლა, 10 მ, პისტოლეტი)
ნინო სალუქვაძე საკვალიფიკაციო ეტაპზე რიგით 56-ე იქნება. ეს ეტაპი დილის 04:00 საათზე დაიწყება. ფინალში რვა საუკეთესო შედეგის მქონე მსროლელი გადავა. სპორტის ამ სახეობაში ფინალური ბლოკი 06:15 საათზე დაიწყება.
ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (ძიუდო, -52კგ)
ძიუდოს ტურნირი 06:00 საათზე დაიწყება. შეჯიბრში პირველივე წრიდან ერთვება ლევიცკა-შუკვანი, რომლის მეტოქეც ჰაიტელი საბიანა ანესტორი იქნება.
ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, -66კგ)
ვაჟა შეჯიბრში მერვედფინალური ეტაპიდან ერთვება. მისი მეტოქე რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრ იაკუბ შამილოვსა და გერმანელ სებასტიან სეიდლს შორის გამარჯვებული იქნება.
გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა, 67კგ)
25 ივლისიდან ასპარეზობას დაიწყებენ საქართველოს ძალოსნობის ნაკრების წევრები. 67 კგ წონით კატეგორიაში, B ჯგუფში, 06:50 საათიდან გამოსვლას დაიწყებს გოგა ჩხეიძე
შოთა მიშველიძე (ძალოსნობა, 61კგ)
61 კგ წონით კატეგორიაში, A ჯგუფში მყოფი სპორტსმენები წონების დაფიქსირებას 10:50 საათიდან დაიწყებენ, მათ შორისაა შოთა მიშველიძეც.
იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ არცერთი სიახლე ქართველი ოლიმპიელების გამოსვლებზე, თვალი ადევნეთ:
• ფეისბუქ გვერდს საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე
• Fanebi.Com-ის ვებ-გვერდს
• ფეისბუქ გვერდს FANEBI.COM