ვინ იქნება ხვალ – 28 ივლისი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე
ხვალ, 28 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ორი წევრი იასპარეზებს. მედლის მოპოვების შანსი ექნება ლაშა ბექაურს, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილი მეოთხედფინალში გასასვლელად ითამაშებს.
ლაშა ბექაური (ძიუდო, -90კგ)
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს სატურნირო დღე, ტრადიციულად, დილის 06:00 საათზე დაიწყება. ლაშა ბექაური ასპარეზობას მეორე წრიდან დაიწყებს და მისი მეტოქე პოლონელი პიოტრ კუჩერა იქნება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი)
ქართველი ჩოგბურთელი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მერვედფინალში მსოფლიოს მე-5 ჩოგანს, გერმანიის წარმომადგენელ ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა 09:00 საათზეა ჩანიშნული, მაგრამ დიდი ალბათობით, მისი დაწყების დრო გადაიწევს.
იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ არცერთი სიახლე ქართველი ოლიმპიელების გამოსვლებზე, თვალი ადევნეთ:
• ფეისბუქ გვერდს საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე
• Fanebi.Com-ის ვებ-გვერდს
• ფეისბუქ გვერდს FANEBI.COM