ვინ იქნება ხვალ – 31 ივლისი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე
ხვალ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ორი წევრი იასპარეზებს. საკვალიფიაკციო ეტაპზე გამოვა ბაჩანა ხორავა, ხოლო ანტონ პლესნოის მედლის მოპოვების შანსი ექნება.
31 ივლისი
ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა)
ხვალ, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ ერთი ქართველი მძლეოსანი გამოვა. ბაჩანა ხორავა სიგრძეზე ხტომაში, საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში გამოვა. შეჯიბრი 14:10 საათზე დაიწყება. იმისათვის, რომ ბაჩანა ფინალში გადავიდეს, საჭიროა, რომ ის 12 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდეს.
ანტონ პლესნოი (ძალოსნობა, 96კგ)
ხვალ მედლისათვის იბრძოლებს ანტონ პლესნოი, ის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი ფავორიტია. შეჯიბრი 14:50 საათზე დაიწყება.
იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ არცერთი სიახლე ქართველი ოლიმპიელების გამოსვლებზე, თვალი ადევნეთ:
• ფეისბუქ გვერდს საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე
• Fanebi.Com-ის ვებ-გვერდს
• ფეისბუქ გვერდს FANEBI.COM