ვინ იქნება ხვალ – 4 აგვისტო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე
ხვალ, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ორი წარმომადგენელი იასპარეზებს. ოქროს მედლის მოპოვების მთავარი კანდიდატია ლაშა ტალახაძე, ხოლო რამაზ ზოიძეს ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.
4 აგვისტო
ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა, +109კგ)
ხვალ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 2016 წლის რიოს ოლიმპიადის გამარჯვებული, მსოფლიოს ოთხგზისა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე იასპარეზებს. შეჯიბრი 14:50 საათზე დაიწყება.
რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67კგ)
რამაზ ზოიძე ხვალ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება. მისი შეხვედრა, დაახლოებით, 14:30 საათის შემდეგ დაიწყება.
იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ არცერთი სიახლე ქართველი ოლიმპიელების გამოსვლებზე, თვალი ადევნეთ:
• ფეისბუქ გვერდს საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე
• Fanebi.Com-ის ვებ-გვერდს
• ფეისბუქ გვერდს FANEBI.COM