ვინ იქნება ხვალ – 7 აგვისტო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე
ხვალ საქართველოს დელეგაცია ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლას დაასრულებს. მედლების მოპოვებას შეეცდებიან ელიზბარ ოდიკაძე და გოგიტა არქანია.
7 აგვისტო
გოგიტა არქანია (კარატე, კუმიტე, +75კგ)
არქანია ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ის ასპარეზობას A ჯგუფში დაიწყებს, სადაც ხუთი სპორტსმენია თავმოყრილი. გოგიტას ყველა მათგანთან მოუწევს შეხვედრა. თუ ის ჯგუფის ორ საუკეთესო კარატისტს შორის მოხვდება, ნახევარფინალის საგზურს მოიპოვეს, სადაც მეორე ჯგუფის საუკეთესო ორი წარმომადგენელიც იქნება. ნახევარფინალში გასვლა ავტომატურად ნიშნავს ბრინჯაოს მედლის მოპოვებას.
ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 09:00 საათზე დაიწყება, ნახევარფინალის კი 14:37 საათზე. იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ფინალში გავა, საბოლოო დაპირისპირება სტარტს 15:05 საათზე აიღებს.
ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97კგ)
ხვალ ელიზბარ ოდიკაძე ბრინჯაოს მედლისათვის დამამშვიდებელი წრიდან იბრძოლებს. დამამშვიდებელი წრე 13:45 საათზე დაიწყება.
იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ არცერთი სიახლე ქართველი ოლიმპიელების გამოსვლებზე, თვალი ადევნეთ:
• ფეისბუქ გვერდს საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე
• Fanebi.Com-ის ვებ-გვერდს
• ფეისბუქ გვერდს FANEBI.COM