ვინ ითამაშებს დევიდ ბექჰემის ახალდაარსებულ გუნდში?

თარიღი: ნოემბერი 30, 2019

MLS-ის თითქმის ყველა კლუბში მოიძებნება ერთი-ორი ვარსკვლავი, თუმცა დევიდ ბექჰემის მიერ ახალდაარსებულ “ინტერ მაიამის” რიგებში ასეთი გამორჩეული ფეხბურთელი ჯერ არ არის. გუნდი გათამაშებაში ასპარეზობას მომავალი წლის მარტში დაიწყებს, ჩვენ კი ჩამოგითვლით იმ მოთამაშეებს, რომლებმაც შესაძლოა, “ინტერ მაიამის” შემადგენლობაში ეს ვარსკვლავური პოზიცია დაიკავონ.

 

ედინსონ კავანი

ასაკი: 32 წლის
ამპლუა: თავდამსხმელი
კლუბი: “პსჟ, საფრანგეთი
სატრანსფერო ღირებულება: 40 მლნ ევრო (transfermarkt)

ერთი თვის წინ ურუგვაელმა ფორვარდმა თქვა, რომ “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და ზაფხულში პარიზულ გუნდს დატოვებს. თებერვალში მას 33 წელი შეუსრულდება და ზამთარში ფრანგები მას შესაძლოა, რამდენიმე მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიონ.

 

დავიდ სილვა

ასაკი: 33 წლის
ამპლუა: შემტევი ნახევარმცველი
კლუბი: “მანჩესტერ სიტი”, ინგლისი
სატრანსფერო ღირებულება: 20 მლნ ევრო

მიმდინარე სეზონის დასაწყისში დავიდ სილვამ განაცხადა, რომ ზაფხულში “მანჩესტერ სიტის” დატოვებს. ესპანელი ფეხბურთელი ზამთარში 34 წლის გახდება და სრულიად შესაძლებელია, რომ მან კარიერის დასკვნითი ეტაპი ოკეანისპირა მაიამიში მოიწყოს.

 

ლუის სუარესი

ასაკი: 32 წლის
ამპლუა: თავდამსხმელი
კლუბი: “ბარსელონა”, ესპანეთი
სატრანსფერო ღირებულება: 50 მლნ ევრო

ლუის სუარესი “ბარსელონას”ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა კატალონიური გუნდი ნელნელა ემზადება მასთან განშორებისთვის. მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2021 წლის ზაფხულამდე აქვს, ამ დროს ურუგვაელი ფეხბურთელი უკვე 34 წლის იქნება და შესაძლოა, კარიერის მიწურულს მანაც ამერიკის შეერთებული შტატების ლამაზ ქალაქ მაიამის მიაშუროს.

 

ლუკა მოდრიჩი

ასაკი: 34 წლის
ამპლუა: ნახევარმცველი
კლუბი: “რეალი”, ესპანეთი
სატრანსფერო ღირებულება: 20 მლნ ევრო

ლუკა მოდრიჩს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ კარიერული დაღმასვლა აქვს. ის უკვე 34 წლისაა და მადრიდის “რეალში” მის ადგილს ახალგაზრდა ვალვერდე იკავებს. მხარეებს შორის არსებულ კონტრაქტს ძალა ზაფხულში გასდის და “სამეფო კლუბმა” ხორვატი ფეხბურთელი მაიამიში გარკვეული თანხის სანაცვლოდ შესაძლოა, ამ ზამთარშივე გაუშვას.

 

კრიშტიანუ რონალდუ

ასაკი: 34 წლის
ამპლუა: თავდამსხმელი
კლუბი: “იუვენტუსი”, იტალია
სატრანსფერო ღირებულება: 90 მლნ ევრო

კრიშტიანუ რონალდუ იანვარში 35 წლის გახდება, “იუვენტუსთან” კონტრაქტის ამოწურვის დროს კი მისი ასაკი 37 წელი იქნება.

“აშშ მშვენიერი ქვეყნაა. თუ შემეძლება, რომ შტატებში ფეხბურთი კიდევ უფრო პოპულარული გავხადო, დასახმარებლად მზად ვიქნები. იმედი მაქვს, ერთ მშვენიერ დღეს MLS-ში თამაშს დავიწყებ”, – ნათქვამი აქვს რონალდუს.

 

ლიონელ მესი

ასაკი: 32 წლის
ამპლუა: თავდამსხმელი
კლუბი: “ბარსელონა”, ესპანეთი
სატრანსფერო ღირებულება: 150 მლნ ევრო

არც მესი გახლავთ პატარა ბიჭი. სხვათა შორის, არგენტინელმა ფეხბურთელმა სპეციალური ვიდეომიმართვის მეშვეობით დევიდ ბექჰემს ახალი კლუბის დაარსება მიულოცა კიდეც, რაც მათ შორის არსებულ თბილ ურთიერთობაზე მიუთითებს.

 

ანტუან გრიზმანი

ასაკი: 28 წლის
ამპლუა: თავდამსხმელი
კლუბი: “ბარსელონა”, ესპანეთი
სატრანსფერო ღირებულება: 130 მლნ ევრო

მიუხედავად იმისა, რომ ანტუან გრიზმანს ჯერ კარიერის შუა პერიოდი აქვს, ფრანგს აშშ უყვარს და NBA-ს მატჩებს ხშირად ესწრება.

“ამერიკული მენტალიტეტი და შოუ-ბიზნესის იქაური სტილი მომწონს”, – აღნიშნა გრიზმანმა.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ტოტენჰემი” დიბალას დაუკავშირდა

ტურინის “იუვენტუსის” შემტევ პაულო დიბალას დამატებით “ტოტენჰემ ჰოთსპური” დაინტერესდა. ჟურნალისტი პედრო ალმეიდა იუწყება, რომ ლონ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოულოდნელი ინფორმაცია: “ვალენსია” მამარდაშვილის გაყიდვას აპირებს

Eldesmarque-ის ჟურნალისტი ხორხე რუისი მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ “ვალენსია” ლიდერების გაყიდვას აპირებს. “ყველა [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარტინ შკრტელი კარიერას ასრულებს

სლოვაკეთის ნაკრებისა და “ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი მარტინ შკრტელი 37 წლის ასაკში მოთამაშის კარიერას ასრულებს. “ჩემი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მადრიდის მერი: “მბაპემ, “ატლეტიკოში” გადავდივარო”

ქალაქ მადრიდის მერი ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდა ხუმრობის ხასიათზე დადგა, როდესაც გაიგო, რომ “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონაში უფასოდ თუ წახვალ, გაგანადგურებ” – “ვალენსია” კვ

“ვალენსიას” მფლობელმა პიტერ ლიმმა ენილ მარტი გუნდის პრეზიდენტად 2020 წელს დანიშნა, მაგრამ “ვალენსიაში” პრობლემები არ […...
წაკითხვა
ფეხბურთი

პაულო დიბალამ “იუვენტუსი” ცრემლებით დატოვა (ვიდეო)

გუშინ პაულო დიბალამ “იუვენტუსის” საშინაო სტადიონზე ამ კლუბის მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა. ტურინელთა რიგებში გატარებული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

30 წელიწადში პირველად ინგლისელმა ფეხბურთელმა ღიად განაცხადა, რომ გეია

30 წელიწადში პირველად პროფესიონალმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, კონკრეტულად, “ბლექპულის” 17 წლის ჯეკ დენიელსმა საჯაროდ განაცხადა, რომ [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

არჩევანი “რეალის” სასარგებლოდ გაკეთდა

ესპანური გამოცემა “მარკა” იუწყება, რომ “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა კილიან მბაპემ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუჩანო სპალეტი: “დღევანდელ ფეხბურთში ხვიჩას მსგავსი ფეხბურთელებია საჭირო”

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. “კვარაცხელია ძლიერი ფეხბურთელია, ფიზიკურადაც გამოირჩევა დ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პატივისცემა! – რა გააკეთა სადიო მანემ “ლივერპულის” მოგების შემდეგ? (ვიდე

“ლივერპულმა” FA თასის ფინალში “ჩელსი” პენალტების სერიაში დაამარცხა და ციმიკასის ბოლო პენალტის შემდეგ ყველა გამარჯვებას [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

დაბრუნდება?

ლიონელ მესის “ბარსელონაში” დაბრუნება გამორიცხული არ არის. მეტიც, ფეხბურთელის მამა ხორხე მესი იმედს გამოთქვამს, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კანი: “ლევანდოვსკიმ კონტრაქტი უნდა შეასრულოს!”

მიუნხენის “ბაიერნის” გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა გუნდიდან რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გამოსათხოვარი წერილი

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანი, რომელიც მომავალი სეზონიდან “მანჩესტერ სიტის” ღირსებას დაიცავს, გერმანულ გუნდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პერიშიჩი ინგლისს უახლოვდება

მილანის “ინტერის” გარემარბი ივან პერიშიჩი კარიერას, სავარაუდოდ, ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. იტალიური Sport Mediaset-ის ინფორმაციით...
წაკითხვა
ფეხბურთი

როცა შენი გუნდი 0-6 ნადგურდება, ლა ლიგიდან გავარდა და 90 წუთი არ გაჩერებულხარ (ვიდეო)

გუშინ მადრიდის “რეალმა” “ლევანტე” 6-0 გაანადგურა. “ლევანტე” ოფიციალურად გავარდა ლა ლიგიდან, თუმცა ვალენსიელების ერ...
წაკითხვა