ვინ მოიგებს ეროვნულ ლიგას?
ხვალ საქართველოს ეროვნული ლიგა 2 კვირიანი შესვენების შემდგომ ბრუნდება და ხვალ 35-ე ტურის ყველა შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.
ბათუმში “დინამო” “რუსთავს” მიიღებს. ბათუმელებს 67 ქულა აქვთ და 2 ქულით ჩამორჩებიან ჩემპიონატის ლიდერს, თბილისის “დინამოს”. “რუსთავი” 37 ქულით მე-9 ადგილზეა და თუ პლეი-ოფს ვერ აირიდებს, მთავარ მიზნად მე-8 პოზიციაზე გასვლას დაისახავს და “თელავს” საკუთარი მოედნის უპირატესობით შეხვდება.
გორის “დილა” “დინამოს” უმასპინძლებს და მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დააკარგვინოს. გორელებმა წინა სამივე შეხვედრაში წააგეს, თუმცა დღეს გუნდს გიორგი ნემსაძე უდგას სათავეში და ნემსასთან ერთად “დილა” სრულიად სხვა კლუბია. თუ “დინამო” გორში კვლავ გაიმარჯვებს, ხოლო, ბათუმის “დინამო” “რუსთავთან” წააგებს, მაშინ თბილისელები ამ ტურშივე იზეიმებენ ჩემპიონობას.
“ლოკომოტივს” 1 ქულა სჭირდება, რათა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა ოფიციალურად დაადასტუროს. “სიონი” გამარჯვების შემთხვევაში “ტორპედოს” ქულებით გაუთანაბრდება, რომელიც უკვე გავარდნილ “ვიტ ჯორჯიას” გაეჯიბრება.
“ჩიხურა” და “საბურთალო” კვლავ ივანწმინდაში ითამაშებენ, სადაც ყველა გუნდი სტადიონის საფარზე აპელირებს.