ვინ ვარ მე?
მოგესალმებით ყველას
პირველ რიგში გეტყვით რომ მეც თქვენსავით Fanebi.Com–ის ერთგული მომხმარებელი ვიყავი მისი გახსნის დღიდან და ძალიან გამიხარდა რომ ასეთი კარგი და რაც მთავარია საქართველოში უპრეცედენტო სისტემა შემოგვთავაზეს 🙂
რაც შეეხება ჩემი ბლოგის დანიშნულებას.მე ვარ პოკერის მოთამაშე და ეს ბლოგი იქნება ჩემი პირადი დღიური და ამ დღიურში გაგაცნობთ საკუთარ თავს და ჩემს მიღწევებს პოკერში. მიმოვიხილავ ნათამაშებ სესიებს ყოველდღიურად და თქვენი დახმარებით შევეცდები განვვითარდე როგორც პოკერის მოთამაშე
პირველი პოსტი იქნება საინფორმაციო ხასიათის
სრული ინფორმაცია:
ნიკნეიმი: r9naldo
ასაკი: 23 წლის
პოკერს ვთამაშობ: 2011 წლის მაისიდან
პოკერის გამოცდილება: ონლაინ ტურნირები
მოგებული ტურნირები:
1)Europe-bet.Com – 200 ლარი (500 GEL GTD)
2) Europe-bet.Com – 20 ლარი (Freeroll 100 GEL)
საპრიზო ადგილები:
1) Europe-bet.Com – 12 ლარი (3 ადგილი/Freeroll 200 GEL)
2)Europe-bet.Com – 23 ლარი (4 ადგილი/200 GEL GTD)
3) Europe-bet.Com – 7 ლარი (5 ადგილი/100 GEL GTD)
4)Europe-bet.Com – 23 ლარი (7 ადგილი/500 GEL GTD)
5)Europe-bet.Com – 35 ლარი (7 ადგილი/500 GEL GTD)
6)Europe-bet.Com – 21 ლარი (8 ადგილი/500 GEL GTD)
ისტორია:
პოკერის თამაში დავიწყე 2011 წლის მაისიდან.მაშინ ონლაინ პოკერი პირველ ნაბიჯებს დგამდა საქართველოში და ევროპა–ბეთი პირველი იყო ამ საქმეში,მეც სწორედ ევროპა–ბეთიდან დავიწყე ქეშ გეიმის თამაში,თუმცა ამას არ ჰქონია სერიოზული სახე,ვთამაშობდი უბრალოდ გასართობად დაბალ ლიმიტებზე.მოგვიანებით დავიწყე ფრიროლების თამაში და აღმოჩნდა რომ ტურნირებზე უფრო კარგად ვგრძნობდი თავს ვიდრე ქეშ გეიმზე,პარალელურად დავიწყე პოკერსტრატეჯიზე თეორიული კურსის გავლა,რამაც საკმაოდ დიდი როლი ითამაშა ჩემს პოკერის კარიერაში.
ონლაინ ტურნირებზე გარკვეული გამოცდილების დაგროვების შემდეგ გადავწყვიტე ქეშ გეიმის დაწყება.2013 წლის სექტემბერში გავიარე ჯეოპოკერის თეორიული კურსი ქეშ გეიმში,მივიღე საწყისი ბანკროლი 150 ლარი და დავიწყე NL10-ზე ოთხ მაგიდაზე თამაში.თუმცა პირველი ნაბიჯები ქეშ გეიმში არც ისე წარმატებული გამოდგა.საკმაოდ მალე გამინახევრდა ბანკროლი და ამიტომ გადავწყვიტე დამეწია ლიმიტი და დამეწყო ნულიდან.ამის გამო გამოვუცხადე საკუთარ თავს ჩელენჯი!
ჩემს ჩელენჯს პირობითად დავარქვი “NL2-დან NL10-ზე”
ჩელენჯის დროს ჩემი მიზანია ვებრძოლო საკუთარ უდისციპლინობას,გამოვასწორო შეცდომები და მოვაგროვო ზედა ლიმიტის ბანკროლი.ვთამაშობ მკაცრად განსაზღვრულ დროს მკაცრად განსაზღვრული ხანგრძლივობის სესიებს,დღეში ორ სესიას ორ საათიანებს.
პირველი სესია დილით 10:00-12:00
მეორე სესია საღამოს 16::00-18:00
პოკერრუმი: Europe-bet.com
ლიმიტი: NL2
საწყისი ბანკროლი: 60 ლარი
დავიწყე თამაში: 2013 წლის 28 ოქტომბერი
მაგიდა: 4
BI: 3 ლარი
მიზანი:რაც შეიძლება მალე მოვაგროვო ზედა ლიმიტის 20BI (100ლარი)
როგორც კი მოვაგროვებ ზედა ლიმიტისთვის საჭირო ბანკროლს,ავწევ ლიმიტს და გადავალ ჩელენჯის მეორე ეტაპზე.
პ.ს. როგორ მიხვდით ჩელენჯი 6 დღის წინ დავიწყე და შემდეგ პოსტში შემოგთავაზებს ამ 6 დღეში ჩატარებული 12 სესიის მიმოხილვებს,გარჩევას,საინტერესო დარიგებებს და ა,შ,
პ.პ.ს. ველი თქვენს გამოხმაურებებს,რჩევებს შენიშვნებს და ა.შ. 🙂