ვინისიუს ჟუნიორი: “რონალდუს გვერდით თამაში დიდი სიამოვნება იქნებოდა”
მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა ვარსკვლავმა ვინისიუს ჟუნიორმა აღიარა, რომ რონალდუს წასვლამ დააღონა, თუმცა დაამატა, რომ ახლაც ბევრ მსოფლიო დონის ვარსკვლავთან ერთად უწევს ასპარეზობა.
“დარწმუნებული ვარ, რონალდუს გვერდით თამაში დიდი სიამოვნება იქნებოდა, თუმცა ის წავიდა და ვერაფერს შევცვლით. ახლაც ბევრ მსოფლიო ჩემპიონთან მიწევს თამაში, ასე რომ, მასზე აღარ ვილაპარაკებ.
“რეალში” ყოფნა შეუფასებელი რამ არის. ბავშვობიდან ვოცნებობდი ამ კლუბში თამაშზე. მჯერა, რომ ყველაფერი თვისით მოვა, უბრალოდ მშვიდად უნდა ვაკეთო ჩემი საქმე. რაც შეეხება დებიუტს, “ატლეტიკოსთან” მატჩში გამოსვლა განსაკუთრებული გრძნობა იყო, ძალიან ბედნიერი ვიყავი.
ახლა ბრაზილიის ნაკრებთან ვარ და მხოლოდ ჩემი ქვეყნის გუნდზე ვარ კონცენტრირებული. შემიძლია ბრაზილიელებს ვესაუბრო და ჩემი გამოცდილებაც გავუზიარო,” – აცხადებს ვინისიუსი.