“ვინმემ იცის ამ ენის წარმოშობის შესახებ?” – უცხოელები ქართველი კომენტატორების რეაქციაზე (ვიდეო)
29 ნოემბერს, შემოდგომის ერთა თასზე, საქართველოს ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდა და 10:23 დამარცხდა.
შეხვედრის მე-17 წუთზე კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, გიორგი კვესელაძემ ბრწყინვალე ინდივიდუალური ლელო შემოგვთავაზა. ტელეკომპანია რაგბი TV-ის ეთერში, ეს მატჩი პიდაპირ ეთერში ნიკა ამაშუკელსა და სანდრო ინაშვილს მიჰყავდათ. მათი რექცია კვესელაძის ლელოზე ისეთი იყო, რომ ის რაგბის უცხოელ ქომაგებსაც კი არ გამორჩენიათ.
“ამ ორი კომენტატორის მოსმენით თითქმის ისევე ვისიამოვნე, როგორც ინდივიდუალური ლელოთი! აქამდე ქართული არასოდეს მომისმენია. რაც მოვისმინე, ძალიან ჰგავს სპარსულ ენას. ვინმემ იცის ამ ენის წარმოშობის შესახებ?”
I enjoyed listening to the excitement of the two commentators almost as much as the individual skill of the try!
I’ve never heard Georgian being spoken before. It sounds a lot like Farsi 🇮🇷 from what I can hear.
Anyone know the origins of the language?
— 🇪🇺 Gavin Doyle 🇮🇪 (@gavin_doyle_ie) November 30, 2020
“უიქენდის საუკეთესო ლელოს ავტორის წოდება საქართველოს ნაკრების ცენტრს, გიორგი კვესელაძეს ეკუთვნის. მომწონს ქართველი კომენტატორების რეაქცია.”
International try of the weekend has to go to @GeorgianRugby centre Giorgi Kveseladze. Love the Georgian commentators excitement👏👏#IREvGEO https://t.co/JNPs8UKP5R
— Bernard Jackman (@bernardjackman) November 29, 2020
“კვესელაძის ლელო შესანიშნავი ქართული კომენტარით.”
r/:Kveseladze’s try with amazing Georgian commentary https://t.co/mq2vFIyzMx
— Jonny Van FugleMugle (@JVanFM) November 30, 2020
“ქართველი ცენტრის, გიორგი კვესლაძის ბრწყინვალე ინდივიდუალური ლელო ირლანდიის წინააღმდეგ ქართული კომენტარით უკეთესია!”
Georgia centre Giorgi Kveseladze’s brilliant individual try against Ireland is even better with Georgian commentary! pic.twitter.com/Y1wrHezgZb
— RugbyRocks.com (@rugby_rocks) November 30, 2020
“გიორგი კვესელაძის საოცარი ლელო. დაელოდეთ ქართულ კომენტარს.”
🏉 Come for Giorgi Kveseladze’s amazing try.
🎙 Stay for the Georgian commentary.
— PEAK (@ThePeakSA) November 30, 2020