ვინსენტ ჯონსის ლეგენდარული ფრაზები
ვინსენტ ჯონსი 1965 წლის 5 იანვარს ინგლისის ქალაქ უოტფორდში არის დაბადებული. ის ფეხბურთის სპეციალისტებისა და კრიტიკოსების მიერ ”მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უხეშ და აგრესიულ ფეხბურთელად” იქნა აღიარებული. მას შემდეგ რაც, ვინსენტ ჯონსს ჯანმრთელობის პრობლემა აღმოაჩნდა, საფეხბურთო კარიერა დაასრულა და მსახიობობას მოკიდა ხელი. 51 წლის ინგლისელი არაერთ სკანდალში გახვეულა და თავი საინტერესო ფრაზებითაც გამოუჩენია.
”წინასამატჩო განხილვების დროს მწვრთნელი არასდროს მელაპარაკებოდა ტაქტიკაზე, ან სათამაშო სქემაზე. ის უბრალოდ მეუბნებოდა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებიდან ერთ-ერთის გვარს.”
”კრიშტიანო რონალდუს მსგავს ქალაჩუნას ჩვენს დროს რომ ეთამაშა, ის ყოველ წუთში ტკივილისგან მოედანზე იხოხიალებდა, იმ დროს, როდესაც მე მას 10 მეტრის მანძილზე მივუახლოვდებოდი.”
”მე არ ვთამაშობ ფეხბურთს კომპიუტერში, ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ჯოისტიკი მყოფნის მხოლოდ ერთ ტაიმზე, ტელევიზორი კი მხოლოდ ერთ თამაშს უძლებს.”
”ფეხბურთის ასოციაცია ჩემი მადლობელი უნდა იყოს: მე გადავიტანე ძალადობა ტრიბუნებიდან ფეხბურთის მოედანზე.”
”ერთხელ მსაჯმა წითელი ბარათი მანახა. მე ჩავიხადე და ჩემი ასო ვანახე. და რომელია ჩვენგან უფრო მაგარი ტიპი?”
”ღმერთმა ფეხბურთელებისთვის ფეხები შექმნა, იმისთვის, რომ მე მათ ვურტყა.”
ვინი ჯონსმა ერთ-ერთი მატჩის დროს გასკოინს უთხრა: ”მე ვარ ბოშა და ბევრ ფულს გამოვიმუშავებ. მოგაჭამ ყურს და ბალახზე გადმოვაფურთხებ.”