ვიქტორ კაშაიმ კარიერა დაასრულა
მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და გამოცდილმა მსაჯმა, ვიქტორ კაშაიმ, რომელიც წარმოშობით უნგრეთიდან გახლავთ, სამსაჯო კარიერა დაასრულა.
“30-წლიან კარიერას ვასრულებ, რათა ახალი გამოწვევები მივიღო. არ მინდა ფეხბურთიდან წასვლა, ბოლო დროს საკმაოდ აქტიურად ვარ სპორტული მენეჯმენტით დაინტერესებული.
იმედი მაქვს, რომ ხსენებულ სფეროში წარმატებებს მივაღწევ,” – აცხადებს 44 წლის მსაჯი.
2011 წელს კაშაიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში იმსაჯა (“ბარსელონა” 3:1 “მანჩესტერ იუნაიტედი”). იმავე წელს კაშაი ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ორგანიზაციამ საუკეთესო მსაჯად დაასახელა.