ვიქტორ სანიკიძე: “ცსკა” ევროლიგის მოგების მთავარი ფავორიტია”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრი და “არისის” მოქმედი სპორტული დირექტორი, ვიქტორ სანიკიძე, თვლის, რომ თორნიკე შენგელიას ახალი კლუბი (“ცსკა”) ევროლიგის 2020-21 წლების სეზონის მოგების მთავარი ფავორიტია.
“ცსკა”-ს საბოლოო შემადგენლბა ნამდვილად გასაოცარია. ამიერიდან დიმიტრის იტუდისს სამი ისეთი მოთამაშე ჰყავს, რომელიც გასული სეზონის TOP-6-ში შედიოდა: მაიკ ჯეიმსი (მესამე), ნიკოლა მილუტინოვი (მეხუთე) და თორნიკე შენგელია (მეექვსე). ამასთანავე, მათ ბოლო გათამაშების ოთხთა ფინალის MVP უილ კლაიბერნიც ჰყავთ. ვთვლი, რომ “ცსკა” ერვოლიგის მოგების მთავარი ფავორიტია. თუმცა მოსალოდნელია , რომ კონკურენტებმა NBA-ში დიდი გამოცდილების მქონე კალათბურთელიც დაიმატონ.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თორნიკემ “ბასკონია”, სადაც მას ძალიან აფასებენ, მაჟორულ ნოტაზე დატოვა – ესპანეთის ჩემპიონატის მოგების შემდეგ. ესპანური კლუბიდან უტიტულოდ რომ გადასულიყო “ცსკა”-ში, გულში ხინჯად დარჩებოდა. ახლა ის თავაწეული დგას ახალი გამოწვევის წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პერიოდი ორივე მხარისთვის სარგებლისმომტანი იქნება. “ცსკა”-მ ევროპის საუკეთესო 4 ნომერი მიიღო, შენგელიამ – ევროლიგის ტიტულისთვის ბრძოლის რეალური შანსი,” – აცხადებს სანიკიძე.