ვირჯილ ვან დეიკი: “ეს საკმარისი არ არის, მინდა უფრო ძლიერი გავხდე”
მერსესაიდული “ლივერპულის” ჰოლანდიელმა ლიდერმა, ვირჯილ ვან დეიკმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ გაჩერებას არ აპირებს და მისგან კიდევ უფრო მეტს უნდა ველოდოთ.
“ვფიქრობ, წელს თამაშის ყოველ ასპექტში მოვუმატე. ძალიან დიდი და საჭირო გამოცდილება მივიღე, რაც მომავალში აუცილებლად დამეხმარება. გავიზარდე როგორც ცენტრალური მცველი და როგორც ფეხბურთელი.
თუმცა ეს საკმარისი არ არის, მინდა კიდევ უფრო ძლიერი გავხდე. შენი თავით კმაყოფილი არასოდეს უნდა იყო, წინსვლისთვის, პროგრესისთვის უნდა იბრძოლო. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შვებულებში ყოფნისას აუცილებლად ვიმუშავებ ამაზე,” – აცხადებს ჰოლადნიელი მცველი.
შეგახსენებთ, რომ “ლივერპულმა” ვან დეიკის ტრანსფერში “საუთჰემპტონს” 95 მილიონი დოლარი გადაუხადა და ის “ენფილდზე” ჩატარებულ პირველივე სეზონში დასახელდა პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად.